რა ხდება:

  • უკრაინა ევრომაიდნის პროტესტის 10 წლის თავს აღნიშნავს. დღეს, 21 ნოემბერს, კიევში ჩავიდნენ:
  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

  • მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

  • გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი.
  • მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პისტორიუსის უკრაინაში ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი და მისი დაუგეგმავი ვიზიტის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ბერლინის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ომის დაწყებიდან 636-ე დღეს.

"ეს არის ღირსების, სიამაყისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის 10 წელი", — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევრომაიდნის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში.

  • ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის გამო, პუტინმა 2014 წელს გადაწყვიტა უკრაინაზე თავდასხმა ყირიმის ანექსიითა და დონბასში დესტაბილიზაციის გზით, და 2022 წელს — სრულმასშტაბიანი აგრესიის წამოწყებით.

რატომ იყო მნიშვნელოვანი უკრაინისთვის ევრომაიდანი:

  • ევრომაიდანის საპროტესტო აქციები ქვეყნისთვის გარდამტეხი მოვლენა იყო.
  • დემონსტრანტების წინააღმდეგ, ქვეყნის იმდროინდელმა ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

როგორ დაიწყო:

  • პროტესტი, თავდაპირველად, ქვეყნის იმ დროინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას მოჰყვა, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე — რუსეთთან მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ.
  • ეს შეფასდა, როგორც ევროინტეგრაციის პროცესში უკანდახეული ნაბიჯი.

რა იყო მოთხოვნები:

  • შედეგად, დემონსტრანტებში ახალი მოთხოვნებში გაჩნდა. აქციებზე ანტიკორუფციული და პრო-დემოკრატიული მოთხოვნები წამოაყენეს და მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ და სამთავრობო კორუფციის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
  • ევრომაიდანმა, ამ იდეებით, გააერთიანა ადამიანები უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან.
  • ამას ხელისუფლების მხრიდან, დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა მოჰყვა, განსაკუთრებით, 2014 წლის თებერვალში, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე (Maidan Nezalezhnosti).

მსხვერპლი:

  • ძალადობრივმა დარბევამ, საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
  • ავტორიტეტული ორგანიზაციის, ჰუმან რაითს ვოჩის მიხედვით, 2014 წლის იანვარსა და თებერვალში, კიევში მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაშავდა.

შედეგი:

  • ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური პასუხი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ყირიმის ანექსიითა და კონფლიქტებით აღმოსავლეთ უკრაინაში.
  • საბოლოოდ, აქციებს, უკრაინაში მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა: გამოიწვია პრეზიდენტი იანუკოვიჩის გადაყენება, რომელიც რუსეთში გაიქცა და დემოკრატიული, ანტიკორუფციული რეფორმების ტალღა დაიწყო, ევროინტეგრაციის პროცესის შესაბამისად.