გადავწყვიტე, მოწევას თავი დავანებო — სნუპ დოგი
ფოტო: Getty Images
სნუპ დოგმა თავის ინსტაგრამზე ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ მოწევისთვის თავის დანებებას აპირებს. "ბევრი ფიქრისა და ოჯახთან საუბრის შემდეგ გადავიწყვიტე, რომ მოწევას თავი დავანებო. გთხოვთ, ამ პერიოდში ჩემს პირად სივრცეს პატივი სცეთ", — წერს ცნობილი რეპერი ინსტაგრამზე.
სნუპ დოგმა განცხადებას ფონად შავ-თეთრი ფოტო დაუდო და ბოლოში თავისი ხელწერაც გამოიყენა. პოსტის შესახებ რეპერს დამატებითი კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ფანების ნაწილი კი ფიქრობს, რომ სნუპ დოგი შეიძლება ხუმრობდეს.
"ორი დღის შემდეგ გამოვა და იტყვის, რომ მისი ანგარიში გატეხეს", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტის კომენტარებში. გარდა ამისა, ფანებმა ისიც შენიშნეს, რომ განცხადებაში ნათქვამი არ არის რის შეწყვეტაზეა საუბარი. სნუპ დოგი ასე პირდაპირ არ აცხადებს, რომ უარს კანაფზე ამბობს.
სნუპ დოგი კანაფს ხშირად საჯაროდაც ეწეოდა. 2021 წლის MTV Movie Awards-ზე სნუპ დოგი წითელ ხალიჩაზე ხელში "ჯოინთით" გამოჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი რეპერმა ისიც განაცხადა, რომ დღეში 81 "ჯოინთი" მოუწევია, რაც მისი პირადი რეკორდია.
კანაფის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ კვლევები ხშირად ტარდება. მაგალითად, 15 ნოემბერს გამოქვეყნებული, კანადაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კანაფი, შესაძლოა, ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას უფრო აზიანებს, ვიდრე თამბაქო. ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ კანაფის პროდუქტების მომხმარებლებს ორგანიზმში მძიმე მეტალების, კადმიუმისა და ტყვიის მაღალი დონე აღენიშნებათ. გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კანაფის ხშირი მოხმარება შესაძლოა, გულის დაავადებების რიკს 34%-ით ზრდიდეს.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები