Setanta Sports და Netflix უკვე ერთად — ისიამოვნე ორივე სერვისით ერთ გამოწერაში
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოწინავე სპორტული მულტიმედია პლატფორმა Setanta Sports უკვე წლებია, რაც თავის აუდიტორიას დაუვიწყარ გამოცდილებას უქმნის სპორტის სამყაროში.
მრავალფეროვანი გაშუქებით და ხარისხისადმი ურყევი ერთგულებით, Setanta Sports მაყურებელს სპორტის სამყაროსთან აახლოებს და კვლავ რჩება მთავარ მულტიმედიური პლატფორმად აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ამჯერად პლატფორმა საინტერესო სიახლეს სპორტისა და გართობის მოყვარულებს სთავაზობს და ამ მიზნით, Setanta Sports თანამშრომლობას მსოფლიოს ლიდერ სტრიმინგ სერვისთან, Netflix-თან იწყებს.
პარტნიორობის მიზანია…
ექსკლუზიური პარტნიორობა მიზნად ისახავს 13 ქვეყნის მასშტაბით გაერთიანდეს სპორტი და სხვა გასართობი მედია ერთ შეთავაზებაში. ამ გზით გულშემატკივრებისთვის იქმნება მარტივი და შეუფერხებელი გამოცდილება სპორტული და მრავალფეროვანი გასართობი მედია კონტენტის კომბინაციით.
სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ, ისიამოვნონ მატჩებით, ხოლო გართობის მოყვარულები შოუების ვარსკვლავური შემადგენლობით მიიღებენ დაუვიწყარ გამოცდილებას. თუმცა, ნამდვილი მღელვარება ორივე სამყაროს სრულყოფილ შერწყმაშია. ეს სიახლე განსაკუთრებით სპორტისა და გართობის იმ მოყვარულებს გაახარებს, ვინც საკუთარ თავში ორივეს ქომაგს აერთიანებს.
რა არის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი?
Setanta Sports-ისა და Netflix-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი პაკეტი Fan Pack-ია, რომელიც ამ ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ერთი კლიკით და ერთჯერადი გადახდით მიიღოს წვდომა ერთდროულად ორივე სერვისზე.
საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გულშემატკივრებს Fan Pack-ით სარგებლობა Setanta Sports-ის ვებსაიტის მეშვეობით უკვე შეუძლიათ. კომპანია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს Netflix-თან თანამშრომლობას და ეს შეთავაზება ძალიან მალე ყველა იმ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც Setanta Sports მაუწყებლობს.
რას მოიცავს შეთავაზება Fan Pack?
თუ მოუთმენლად ელი სეზონის საკვანძო მატჩს, UFC-ის საჩემპიონო ორთაბრძოლას ან მაღალ სიჩქარეებზე რბოლამ ჩაგითრია და ამასთან, სხვა ისეთი ტიპის გართობისკენაც გიჭირავს თვალი, როგორიცაა: The Witcher — სხვა სამყაროში სამოგზაუროდ, The Crown — ისტორიულ ინტრიგებში გასახვევად, ან Beckham — ლეგენდარული სპორტსმენის ცხოვრების გასაცნობად, Fan Pack-ს ამ ყველაფრის დატევა შეუძლია.
იმ ადამიანებს, ვინც ჯერჯერობით საკუთარ თავებს ფანებად არ მიიჩნევენ, თუმცა ახალი მისწრაფების აღმოჩენა სურთ, პაკეტი Fan Pack შესაძლებლობების უდიდეს არეალს მოგცემთ. ერთი კომპლექტით შეგიძლია უყურო, მაგალითად, Formula 1-ს Setanta Sports-ის პლატფორმაზე და ამასთან ერთად, გაიღრმაო შენი ცოდნა ამ სპორტზე Netflix-ის დოკუმენტური სერიალით Drive to Survive ან გადაეშვა ჩოგბურთის სამყაროში სერიალით Break Point.
"მოხარული ვართ, რომ Netflix-თან პარტნიორობით შევქმენით სპორტისა და გართობის ექსკლუზიური ნაზავი. Netflix-ის გლობალური აღიარება, მისი გამორჩეული ფილმები და სერიალები ჩვენს საბაზრო შეთავაზებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. Fan Pack-ი უნიკალური შეთავაზებაა, რომელიც ჩვენს უმაღლესი ხარისხის სპორტულ და Netflix-ის ყველასთვის ცნობილ კონტენტს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორობა გართობის კიდევ უფრო ახლებურ გაგებას განაპირობებს, სადაც უკლებლივ ყველა მაყურებელი მისთვის სასურველ პროდუქტს ერთ კომპლექტში იპოვის." — თამარ ბადაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე
"მომხმარებლისთვის Netflix-ზე წვდომის გაიოლებისკენ მუდმივად მივისწრაფვით. იქნება ეს ტელევიზორის, მობილური ტელეფონის, ტაბლეტის ან პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით, შინ თუ მგზავრობისას. სასიამოვნოა, რომ ამ განსაკუთრებული პარტნიორობით, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში Netflix-ს კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომს ვხდით ისეთი მაყურებლებისთვის, რომლებიც სპორტითა და გართობით არიან დაინტერესებულნი." — მაია პორჩინსკა, Netflix-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
სად და როგორ შევიძინოთ Fan Pack?
Setanta Sports-ისა და Netflix-ის ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს და შეარჩიეთ სასურველი პაკეტი.
აირჩიე შენზე მორგებული პარკეტი:
- საბაზისო: 9.39 ევრო
- სტანდარტული: 11.79 ევრო
- პრემიუმი: 13.99 ევრო
კომენტარები