საავადმყოფო სასაფლაოდ არის ქცეული - ჯანმო ღაზის ყველაზე დიდი კლინიკის შესახებ
ფოტო: Getty
რა ხდება: ღაზის უდიდესი საავადმყოფო, ალ-შიფა, რომელიც ელექტროენერგიის და საწვავის გარეშე დარჩა, თითქმის სასაფლაოდ არის ქცეული, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს.
- საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ტერიტორია ოთხივე მხრიდან ბლოკირებულია და მის სიახლოვეს ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. კლინიკის ჭიშკართან ახლოს ტანკები დგას.
რას ამბობს ისრაელი: ის ამტკიცებს, რომ ჰამასის მნიშვნელოვანი ობიექტები სწორედ საავადმყოფოს ქვეშ, გვირაბში მდებარეობს, რასაც უარყოფს საავადმყოფო და ჰამასი.
- ასევე, ისრაელის თქმით, საავადმყოფო ალყაში არ არის და სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია ტერიტორიის დატოვება.
რა ვითარებაა ახლა ალ-შიფაში: ჯანმოს წარმომადგენლის, კრისტიან ლინდმეიერის თქმით, საავადმყოფოში 600 პაციენტი რჩება, დანარჩენები კი დერეფნებს აფარებენ თავს.
- "საავადმყოფოს გარშემო გვამებია, რომლების დამარხვა, ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება, საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის, თითქმის, სასაფლაოდ არის ქცეული", — თქვა ლინდმეიერმა.
- ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში 2300-მდე ადამიანი რჩება, მათგან 650 პაციენტია, 200-დან 500-მდე — კლინიკის თანამშრომელი, დაახლოებით, 1500 კი — დევნილი, რომელიც შენობას აფარებს თავს.
- ალ-შიფას მენეჯერი, აბუ სელმია ამბობს, რომ გვამების დამარხვის საშუალებას ისრაელელები არ აძლევენ.
მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ნაადრევად დაბადებული ბავშვები, რომლებსაც, ელექტროენერგიის არქონის გამო, ინკუბატორები გამოერთოთ.
- სელმიას თქმით, ჟანგბადის ნაკლებობის გამო, უკვე 7 ახალშობილი დაიღუპა.
- მისივე ინფორმაციით, ისრაელთან მიმდინარეობა მოლაპარაკება, რომ ჩვილების ევაკუაცია მომხდარიყო, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
- ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი, მარკ რეგევი კი აცხადებს, რომ ისრაელი მათ სთავაზობდა "პრაქტიკულ გამოსავალს" ბავშვების ევაკუაციისთვის, თუმცა ჰამასმა შეთავაზება არ მიიღო.
- "ისინი არ იღებენ ჩვენ მიერ შეთავაზებულ საწვავს, გენერატორებისთვის. მათ არ სურთ ახალშობილების გადაყვანა სასწრაფო დახმარების მანქანით. ხალხი იქ [საავამდყოფოში] იმიტომ არის ჩარჩენილი, რომ ჰამასს მეტი საშინელი ფოტოს გავრცელება აწყობს", — თქვა რეგევმა.
- მან, ასევე, დაადანაშაულა ჰამასი საავადმყოფოს "ომის ზონად" გადაქცევაში, რადგან გვირაბები მის ქვეშ ააშენეს. ჰამასი უარყოფს ალ-შიფას გამოყენებას საკუთარი ოპერაციებისთვის, ექიმები კი ამბობენ, რომ კლინიკაში ჰამასის წევრები არ იმყოფებიან.
კონტექსტი: ისრაელმა ღაზის დაბომბვა 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჰამასი მის ტერიტორიაზე შეიჭრა და 1200 ადამიანი მოკლა, 200-ზე მეტი ტყვედ წაიყვანა.
- ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ომს 11 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათგან 4500-ზე მეტი ბავშვია.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები