მოსაზრება | 14 წელი რუსთაველის გამზირზე — საქართველოს გზა ავტორიტარიანიზმისკენ
მიუხედავად ყველა გამაფრთხილებელი ნიშნისა, მაინც არიან ისინი, ვისაც არ შეუძლიათ ან არ უნდათ, რომ დაინახონ, თუ რამდენად დამძიმდა ვითარება საქართველოში. ბოლო 14 წლის განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობისას, ჩემმა კამერამ აღბეჭდა და დააფიქსირა ქვეყნის დაღმასვლა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე.
რუსთაველის გამზირი — თბილისის ცენტრალური ქუჩა, რომელზეც პარლამენტი მდებარეობს და ქართველი ხალხი უკვე ათწლეულებია, რაც უკმაყოფილებას გამოხატავს.
ამ ქუჩაზე ჩაიარა 1989 წლის 9 აპრილმა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველები დახოცეს. მასზე ჩიარა 2007 წლის მოვლენებმაც, როდესაც წინა მთავრობის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, მმართველობის დროს, პოლიციამ სასტიკად დაარბია ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი.
ჩემი ურთიერთობა რუსთაველის გამზირთან, როგორც საპროტესტო ადგილთან, 2009 წელს დაიწყო ოპოზიციის დემონსტრაციების გაშუქებით, რომლებიც ცნობილია 'საკნების ქალაქის' სახელით.
"ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და დადო პირობა, რომ პროტესტის ჩახშობის ტრადიცია წარსულს ჩაბარდა და რომ მედიის უფლებები დაცული იქნებოდა.
და მაინც, დღეს მთავრობა იყენებს მთელ რიგ ზომებს სიტყვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლების აღსაკვეთად. ყოველ ახალ პროტესტთან ერთად, ველოდები სულ უფრო მეტ ძალადობას პოლიციისგან, მთავრობის მოკავშირეებისგან და მეტ დაუსაბუთებელ დაკავებებსაც. მეტიც, შემიძლია, ვთქვა, რომ 14 წელია, ქუჩიდან ვაშუქებ მიმდინარე მოვლენებს და საქართველოში ჟურნალისტობა ახლა უფრო რთული და საშიშია, ვიდრე ოდესმე.
პირველი ნაპრალები
როდის დაიწყო სიტუაციამ ასე სწრაფად გაუარესება?
მართალია, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ პროგრესი იყო, თუმცა მათი მმართველობის პირველი წლებიც კი შორს იყო იდეალურისგან.
ერთერთი პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ჟურნალისტები და თავისუფალი მედია საფრთხის ქვეშ იყვნენ, იყო აფგან მუხთარლის გაუჩინარება 2017 წლის მაისში, როდესაც ის ქუჩიდან გაიტაცეს და გადასცეს აზერბაიჯანს.
შემთხვევა დღემდე სათანადოდ არ არის გამოძიებული. მედია საშუალებების გამოძიებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი მასალები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ჩარეული იყო ამ საქმეში.
მაგრამ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, გამაფრთხილებელი ნიშნები ალბათ უფრო ადრეც უნდა დაგვენახა.
ამ ხელისუფლების ერთერთი ყველაზე დიდი ცოდვა 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს უკავშირდება. იმ დღეს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, რათა ხელი შეეშალა რამდენიმე ათეული ქვიარ აქტივისტისთვის, ესარგებლათ შეკრების უფლებით.
იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს მეც ვაშუქებდი და დავინახე, როგორ მისცა პოლიციამ, თავისი უმოქმედობით, აგრესიულ ბრბოს იმის საშუალება, რომ თავისი მიზნისთვის მიეღწიათ. იმ დღეს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, აქტივისტები კი, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, დღემდე ტრავმირებულები არიან.
[მოუსმინეთ პოდკასტს 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ: Podcast | A history of homophobic violence]
ალბათ პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა დაუპირისპირდა მასობრივ გამოსვლებს, იყო ის პირველი შემთხვევაც, როდესაც მე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დავშავდი.
დიდი საპროტესტო აქციები 2018 წელს რამდენიმე პოპულარულ ღამის კლუბში მომხდარი შეიარაღებული დარბევების შემდეგ დაიწყო. ბასიანის კლუბთან ვიყავი, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელში კამერა მეჭირა და ვცდილობდი, დამეფიქსირებინა, რა ხდებოდა, პოლიციამ ეს არ გაითვალისწინა. მიწაზე დავეცი და პოლიციელმა კისერზე დამაბიჯა.
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე პირველად გამოვიდა ზუსტად იმ საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც კლუბების დარბევას მოჰყვა. ულტრამემარჯვენეებმა აქციის მონაწილეებზე თავდასხმა სცადეს, მაგრამ პოლიციას მომიტინგეების დასაშლელად ძალა არ გამოუყენებია.
ის მაისი რთული თვე აღმოჩნდა მთავრობისთვის, რადგან გაძლიერდა საზოგადოების აღშფოთება კლუბების დარბევის გამო.
“მამები სამართლიანობისთვის”, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლეს და ზაზა სარალიძე, რომლის შვილი სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს, ერთობლივ პროტესტს მართავდნენ.
როდესაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დააბრუნა, რომელშიც ბევრმა პოლიტიკური ნიშნები დაინახა, საპასუხო რეაქცია ძალიან სწრაფი იყო. აქციები, რომლებიც ამას მოყვა, იყო მშვიდობიანი და მათ შედეგიც გამოიღეს (გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა). თუმცა მერე გავიაზრეთ, რომ დიდად არაფერი შეცვლილა.
ქართულმა ოცნებამ ძალადობას "გემო გაუგო"
თუ 2018 წელს სპეცრაზმის გამოჩენამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა, იგივე არ ითქმის სპეცრაზმის მიერ 2019 წელს პანკისში ძალის გამოყენებაზე, როდესაც მათ ჰესის საწინააღმდეგოდ გამართული აქცია ძალადობრივად დაშალეს. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები მაშინ აცხადებდნენ, რომ არაპროპორციული ძალა იქნა გამოიყენებული.
რუსთაველის გამზირზე კი სპეცრაზმმა ძალა პირველად ამ მოვლენებიდან სულ რამდენიმე თვეში გამოიყენა — 2019 წლის 20 ივნისს, რომელიც ცნობილია, როგორც “გავრილოვის ღამე”.
იმ ღამეს რეზინის ტყვია მომხვდა ფეხში, მოგვიანებით ქვა, მაგრამ ვერცერთი ვერ მივა იმ გამოცდილებასთან ახლოს, რაც ცრემლსადენი გაზით პირველად მოწამვლისას განვიცადე.
ცრემლსადენი გაზით მოწამვლისას, ფაქტობრივად, შეუძლებელია მუშაობა. აბსოლუტურად პარალიზებული ხარ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდები და, სავარაუდოდ, ხელახლა მოიწამლები, თუ აღჭურვილობა არ გაქვს.
მახსოვს, რომ იმ ღამეს ძალიან შემეშინდა. ასეთი ტიპის დარბევა მანამდე არასდროს მქონდა გაშუქებული. პოლიცია დამიზნებით და განურჩევლად ისროდა რეზინის ტყვიებს. თავიდან ვიფიქრე, პოლიციასთან ახლოს თუ დავდგებოდი, ჩემი კამერით და პრეს ბეიჯით, არ მესროდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საერთოდ არ აინტერესებდათ, ვისკენ ისროდნენ.
იმ ღამეს აქციის მონაწილეებთან ერთად, ბევრი ჟურნალისტიც დაშავდა.
არ დამავიწყდება, პირველად რომ ვნახე ჩემი დაშავებული მეგობრისა და კოლეგის, გურამ მურადოვის ფოტო. მისი ჭრილობები ბოლომდე დღემდე არ შეხორცებულა.
“გავრილოვის ღამის” შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქოს “გემო გაუგო” სპეცრაზმის გამოყენებას — თითქოს, ხელიდან არ უშვებდნენ შანსს, რომ ძალა გამოეყენებინათ.
მაგალითად, იმავე წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო რეფორმებზე აღებული ვალდებულება დაარღვია, სულ რამდენიმე ასეული ადამიანი იდგა საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შესასვლელებთან. ნოემბრის ბოლოს, ყინვაში, სამართალდამცველებმა არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი ამ მცირერიცხოვანი აქციის წინააღმდეგ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, საზოგადოება ისეთი განრისხებული იყო, რომ რუსთაველიდან ცენტრალური საარჩევნო კომიისის ოფისამდე 10 კილომეტრი ფეხით იარა. იქ კი ისევ სპეცრაზმი დახვდათ, რომელმაც ისინი დაარბია.
მათთან ერთად ვიარე მეც და რუსთაველიდან ცესკოს წინ ბრძოლის ველზე’აღმოვჩნდი. სპეცრაზმს ერთხელ უკვე ჰქონდა გამოყენებული ძალა იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მანამდე შეიკრიბა. ცესკოს შენობა ძალიან კარგად იყო დაცული პოლიციის კორდონებით, სახანძრო მანქანებით, ღობით, თუმცა ძალა მაინც გამოიყენეს.
ამ დროისთვის უკვე დარბევების გაშუქების გამოცდილება მქონდა და მეგონა, ვიცოდი, როგორ დამეცვა უკეთ თავი ძალადობისგან. მახსოვს, ყვითელი ავტობუსის უკან დავდექი, ვიფიქრე, წყლის ჭავლისგან დამიცავდა და იქ ვერავინ მომწვდებოდა. მართალია, წყლის ჭავლი იმ ღამეს არ მომხვედრია, თუმცა სრულიად მოულოდნელად სხვა ტიპის საფრთხეში აღმოვჩნდი. კამერა სახესთან მქონდა, ფოტოს ვიღებდი, როდესაც მას აგური მოხვდა.
მედიისთვის ზურგის შექცევა
ამ მოვლენებიდან ძალიან მალე ჟურნალისტობა საქართველოში სახიფათო გახდა.
2022 წლის 9 აპრილს გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა”, გამართა აქცია, “ქართველობის” აღსანიშნავად. ამ აქციის გაშუქებისას პირველად ვიგრძენი საფრთხე, რადგან აქციის მონაწილეეები მტრულად იყვნენ მედიის მიმართ განწყობილი. აქციის რამდენიმე მონაწილემ გამლანძღა კიდეც, მათ შორის ჩემი გარეგნობის გამო. “უცნობი” კი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ მედიასთან არ ელაპარაკათ. ძალიან არასასიამოვნო და საშიში სიტუაცია იყო.
თუმცა ვერცერთი ზემოთ აღწერილი გამოცდილება ვერ შეედრება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს. შემიძლია, საათობით ვილაპარაკო ამ დღეზე და 2021 წლის პრაიდ კვირეულზე, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, 5 ივლისი იქცა დღედ, როდესაც პრეს ბეიჯის ტარება საშიში გახდა საქართველოში.
იმ დილით OC Media-ში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფარულად გვემუშავა პრეს ბეიჯის გარეშე, მუქი ტანსაცმლით და ძირითადად პატარა კამერებით, რამაც გადაგვარჩინა. თუმცა პირადად შევესწარი, იქვე, რუსთაველის გამზირიდან არც ისე შორს, როგორ შთანთქა ორი ჩემი მეგობარი, რომელთანაც ერთად არაერთი მოვლენა გამიშუქებია, ძალადობრივმა ბრბომ, ისე, რომ მათი დანახვა შეუძლებელი გახდა. ორივემ დაზიანებები მიიღო თავის არეში და საავადმყოფოში მოუხდათ დიდი დროის გატარება. იმ დღეს კიდევ რამდენიმე ჩემი მეგობარი დაშავდა.
პოლიციამ, მიუხედავად ძალის გამოყენების უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკისა, იმ დღეს არ ჩარეულა, რომ ძალადობა შეეჩერებინა. ამის შემდეგ მთავრობას არაფერი გაუკეთებია მედიის წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად, თუმცა ბევრი მოიმოქმედა მის წასახალისებლად.
ბნელი მომავალი რუსთაველის გამზირზე
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საგარეო კურსის მკვეთრ ცვლილებასთან ერთად, ყველაფერი გაუარესდა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე პირველი უარის მიღების შემდეგ გამართული აქციები ალბათ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.
თუმცა 2022 წელი მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა იმისა, რაც წინ გველოდა. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვის პერიოდში პირველად შემეშინდა, რომ OC Media-ს არსებობას სერიოზული საფრთხე შეექმნა საქართველოში მას შემდეგ, რაც 2017 წელს დავაფუძნეთ. საქართველო რეგიონში მედიისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა.
იმ პერიოდში უკვე განვიხილავდით ორგანიზაციის საზღვარგარეთ დაგვერეგისტრირებას, თუ კანონს საბოლოოდ მაინც მიიღებდნენ.
მაგრამ ხალხის მიერ გაწეული წინააღმდეგობის წყალობით კანონი ვერ მიიღეს; წინააღმდეგობის, რომელიც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ რუსთაველზე მოხდა.
მარტში სპეცრაზმმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ისინი დაუნდობლად იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, თუმცა აქციის მონაწილეები დილის 6-7 საათამდე უწევდნენ წინააღმდეგობას, უკან არ იხევდნენ. ჩემი ტანსაცმელი, თმა, კანი, წიწაკის სპრეით და ცრემლსადენი გაზით იყო გაჟღენთილი.
შემდეგ, ზაფხულში, ერთადერთი ჟურნალისტი აღმოვჩნდი, რომელიც 2 ივნისის დაკავებებს შეესწრო, როდესაც ედუარდ მარიკაშვილი ცარიელი ფურცლის ხელში ჭერისთვის პარლამენტის წინ დააკავეს.
იმ საღამოს ალბათ თხუთმეტიოდე აქტივისტი შეიკრიბა მოძრაობა “ჯიუტის” (GEUT) აქციაზე. ისინი პრემიერმინისტრის განცხადებებს აპროტესტებდნენ და ზოგ მათგანს ბანერზე ‘ირაყლი’ ეწერა. ეს მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მცდელობა იყო, რადგან მანამდე, პოლიციამ მსგავსი შინაარსის პოსტერები ჩამოართვა და გაანადგურა.
შოთა თუთბერიძე იყო პირველი, ვინც დააკავეს ასეთი ბანერის ჭერის გამო.
შემდეგ უკვე უფლებადამცველები მოვიდნენ პარლამენტთან, მათ შორის იყო ედუარდ მარიკაშვილიც, რომელიც ცარიელი ფურცლით ხელში იდგა.
ისიც დაიჭირეს სხვებთან ერთად.
მარიკაშივილის დაკავებამ და შემდგომში ამ საქმის სასამართლო განხილვებმა აჩვენა, როგორ გართულდა პროტესტის გამოხატვა საქართველოში: გამკაცრებული კანონმდებლობა და სასამართლო, რომელიც დიდი ხანია, სიმართლეს აღარ ემსახურება, მთავრობის ხელში დასჯის ინსტრუმენტად არის ქცეული.
მისი დაკავება იმეორებს პრაქტიკას, რომელიც არაერთხელ გვინახავს რუსეთისა და ბელორუსის ავტორიტარულ რეჟიმებში.
მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ამ სტატიაში აღვწერ, ძალიან ხშირად, როცა უცხოეულ დიპლომატებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვხვდები აქ ან საზღვარგარეთ, ისინი ვერ იჯერებენ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობაა საქართველოში.
ქართველები ამ ყველაფერზე ხშირად უკვე შემგუებლური ტონით საუბრობენ.
სიტუაცია კი მხოლოდ უარესდება დღითდღე. მალე პროტესტისა და გამოხატვის შესახებ კანონმდებლობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამკაცრდება. ასევე მკაცრდება მაუწყებლობის შესახებ კანონიც. სხვა შემაშფოთებელი ცვლილებებიც განიხილება, მაგალითად “ქვიარ-პროპაგანდის” კანონმდებლობა, რომელიც უკვე ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა შემოიღო.
როგორც ამ წლის სექტემბერში ვწერდით, პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირი ზეწოლა სცადა OC Media-ს დონორებზე. მაშინ მე და ჩემი კოლეგა, რობინ ფაბრო, ჰამბურგში ვიყავით, რომ “თავისუფალი მედიის ჯილდო” მიგვეღო. ჩვენთან ერთად ერთ-ერთი ლაურეატი იყო Reform.by და ჯილდოს მიღების დროს მედია საშუალების წარმომადგენელმა ბელორუსში გისოსებს მიღმა მყოფი ჟურნალისტების სახელების გრძელი სია წაიკითხა. ჩვენს გვერდით კიდევ ერთი დაჯილდოებული, რუსული მედია გამოცემა iStories-ის წარმომადგენელი იჯდა, რომელიც დიდი ხანია გადასახლებულია და სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია.
მათ ისტორიებში საქართველოს შესაძლო მომავალი დავინახე, თუ ახლავე არ გადაიდგმება ნაბიჯები ჩვენი დემოკრატიის გადასარჩენად. მათ ისტორიებში, როგორც ჟურნალისტმა, ჩემი შესაძლო მომავალიც დავინახე — ციხეში ან გადასახლებული, შორს ჩემი ქვეყნისგან.
თუმცა, სანამ ასეთი მომავალი დადგება, ერთგულად გავაგრძელებ ჩემს საქმეს რუსთაველზე და მის მიღმა.
-
გადახედვა31 იანვარს საქართველოში 16 აქცია-მსვლელობა გაიმართება 31 იანვარს საქართველოში 16 აქცია-მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვაელისაშვილი ბაბაევს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს ელისაშვილი ბაბაევს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს
-
გადახედვაშვედეთში მოკლეს ცნობილი ერაყელი აქტივისტი, რომელმაც ყურანი რამდენჯერმე დაწვა შვედეთში მოკლეს ცნობილი ერაყელი აქტივისტი, რომელმაც ყურანი რამდენჯერმე დაწვა
-
გადახედვაკოსაჩევი: საქართველომ PACE-ში მუშაობა შეწყვიტა, მოთხოვნები სამართლიანად ჩათვალა დამამცირებლად კოსაჩევი: საქართველომ PACE-ში მუშაობა შეწყვიტა, მოთხოვნები სამართლიანად ჩათვალა დამამცირებლად
-
გადახედვაევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია: ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული როგორც ლეგიტიმაციისა და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია: ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული როგორც ლეგიტიმაციისა და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა
-
გადახედვაბერძენიშვილი: ყოველი ეთერი იწყებოდა, "ჩვენ მოვიპოვეთ ეთერი" — ამან გამოიწვია და შექმნა ილუზორული წარმოდგენები ბერძენიშვილი: ყოველი ეთერი იწყებოდა, "ჩვენ მოვიპოვეთ ეთერი" — ამან გამოიწვია და შექმნა ილუზორული წარმოდგენები
-
გადახედვაზუგდიდში აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს ზუგდიდში აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს
-
გადახედვასახალხო დამცველი მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობა, რათა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობა, რათა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს
-
გადახედვაCRISPR-ის მეთოდით შექმნეს თაგვები, რომელთაც ორი მამა ჰყავთ CRISPR-ის მეთოდით შექმნეს თაგვები, რომელთაც ორი მამა ჰყავთ
-
გადახედვა"მედიის თავისუფლების კოალიციის" წევრი 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს "მედიის თავისუფლების კოალიციის" წევრი 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაოკეანის ზედაპირი 400%-ით სწრაფად თბება, ვიდრე 1980-იან წლებში — კვლევა ოკეანის ზედაპირი 400%-ით სწრაფად თბება, ვიდრე 1980-იან წლებში — კვლევა
-
გადახედვაასტეროიდ ბენუს ნიმუშებში აღმოაჩინეს ნაერთები, რომლებიც გენეტიკურ კოდში გვხვდება ასტეროიდ ბენუს ნიმუშებში აღმოაჩინეს ნაერთები, რომლებიც გენეტიკურ კოდში გვხვდება
-
გადახედვაადვოკატების ინფორმაციით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა ადვოკატების ინფორმაციით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა
-
გადახედვარა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელთან მუშაობაც "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა რა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელთან მუშაობაც "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა
-
გადახედვავასილ ივანოვ-ჩიქოვანი: გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის. ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის. ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: როგორ შეიძლება რომ ასობით საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალია? სალომე ზურაბიშვილი: როგორ შეიძლება რომ ასობით საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალია?
-
გადახედვა"ჰამასმა", ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა "ჰამასმა", ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
-
გადახედვაახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტს იწყებს და რეგიონებში გადის ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტს იწყებს და რეგიონებში გადის
კომენტარები