Aqualia თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმში მონაწილეობდა
ფოტო: GWP
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო პანელზე კომპანია FCC Aqualia-ს ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი მონაწილეობდა.
ხოსე ენრიკე ბოფილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფოკუსირებული იყო იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც შესაძლებელს ხდის ინვესტირებას ეკონომიკაში, ხელს უწყობს გამოწვევების შერბილებას და ქმნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს.
ფოტო: GWP
როგორც ხოსე ენრიკემ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა აქუალიამ საქართველო საუკეთესო საინვესტიციო კლიმატის გამო შეარჩია. წყალმომარაგების ევროპულ კომპანიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და წევრი ქვეყანა.
"ჩვენ ვმუშაობთ წყლის სფეროში და რეგულაცია ჩვენთვის ყველაფერია. საკანონმდებლო სისტემა წყალთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ევროპის მასშტაბით. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია არ არის, მაგალითად, ესპანეთში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სისტემა როგორიც აქ არის — ეს საკმაოდ სანდოა, სამართლიანი, ასევე ახალისებს ინვესტიციებს და ხელს უწყობს ეფექტურად მუშაობას. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება."
2023 წლის აბრეშუმის გზის ფორუმს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა — 2000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მაღალი დონის სესიებზე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ფოტო: GWP
ფორუმი გახსნეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებმა. ამასთან, სხვა პანელურ სესიებში მონაწილეობდნენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, წარმომადგენლები, საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო რანგის ექსპერტები.
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით გამართული გლობალური ფორუმი ფოკუსირებულია ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული კავშირის მნიშვნელობაზე მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით საკვანძოა Aqualia-ს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის როლი საქართველოში.
2022 წელს ესპანურმა კომპანია Aqualia-მ შეიძინა GGU ჯგუფი, კომპანია, რომელიც ფლობს და მართავს წყალმომარაგების მართვის სრულ ციკლსა და ინფრასტრუქტურას საქართველოს დედაქალაქში — თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში და ჯამში ემსახურება 1,4 მილიონ მოსახლეს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები