თეგეტა აკადემიაში ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა აკადემიის სტუდენტები სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგს გადიან
თეგეტა აკადემიაში, USAID-ის მხარდაჭერით, ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია სამშენებლო სექტორისთვის შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების მომზადება. სწავლება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, ექსკავატორის ოპერირების პროფესიას დაეუფლოს ან კომპეტენცია გაიღრმაოს.
ექსკავატორის ოპერატორის სასწავლო კურსი ორი მოდულისგან შედგება. სტუდენტები, თეორიულთან ერთად, სიმულაციურ და პრაქტიკულ ტრენინგებსაც გადიან. მომზადება-გადამზადების კურსზე ამჟამად თეგეტა აკადემიაში 15 სტუდენტი სწავლობს. 2-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ თეგეტა აკადემია კურსდამთავრებულების დასაქმებაზეც იზრუნებს.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ცინარიძე, თეგეტა აკადემიის კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი: "ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველი ეტაპის წარმატებით ჩახურვის შემდეგ, უკვე მეორე ნაკადს ვმასპინძლობთ. ვფიქრობ, რომ ეს კურსი კერძო სექტორისთვის ქმნის შესაძლებლობას, დაასაქმოს კვალიფიციური კადრები ან გადაამზადოს თანამშრომლები. ამასთანავე, ინდივიდებს ვთავაზობთ, აითვისონ ახალი პროფესია ან გაიღრმაონ ცოდნა-გამოცდილება. სიმულატორი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შევიძინეთ, სტუდენტებს პრაქტიკულ სწავლებაში ეხმარება. კურსის ბოლო ეტაპზე კი სტუდენტები რეალურ ტექნიკაზე გადიან სწავლებას".
ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსის პირველი ნაწილი უკვე დაასრულა აკადემიის სტუდენტმა დავით გოქსაძემ. იგი ახლა სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგებს გადის. მისი თქმით, სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა თეგეტა აკადემიაში ცოდნის გასაღრმავებლად მივიდა.
ფოტო: თეგეტა
დავით გოქსაძე, პროგრამის მონაწილე: "ექსკავატორის ოპერატორის მომზადების კურსის შესახებ სოციალური მედიიდან შევიტყვე. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი სამშენებლო სფეროში და მქონდა სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ ამ მიმართულებით მეტად განვვითარებულიყავი. თეგეტა აკადემიაში უკვე გავიარეთ ექსკავატორის მახასიათებლები, მუშაობის სპეციფიკა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. ამ ეტაპზე პრაქტიკულ სწავლებას გავდივართ და ტექნიკას რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულ გარემოში ვცდით. ეს ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის და მჯერა, რომ ჩემს პროფესიულ განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს".
ოპერატორების მომზადება-გადამზადების პროგრამის შემუშავება თეგეტა აკადემიამ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის — დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფარგლებში ხორციელდება.
ექსკავატორის მართვის ოპერატორის კურსის გარდა, თეგეტა აკადემიაში მიმდინარეობს კიდევ ორი პროგრამა: ექსკავატორ დამტვირთველის ოპერატორისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადება.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
კომენტარები