ევროკავშირის მხარდაჭერით, CSRDG სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლებს
ფოტო: თიბისი ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას 27 ოქტომბერს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უმასპინძლებს.
რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.
სოციალური საწარმოები B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას დაესწრებიან ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში; პირველად მოისმინონ გავლენის გმირების ისტორიები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში. გამოფენის სტუმრებისთვის სოციალურ საწარმოებს წარადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის, როგორც დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას.
B2B გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია თუ სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან; გაიცნონ და გააღრმაონ პარტნიორობა ერთმანეთთან;
ღონისძიების ფარგლებში ბიზნესსექტორს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვნებას, გამართოს პირისპირ შეხვედრები და დანერგოს ან განავითაროს პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკა. ასევე, შექმნას მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში.
ინფორმაცია ღონისძიების შესახებ
B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის ფარგლებში. გამართული ღონისძიებების შედეგად გამოფენის მონაწილე სოციალურმა საწარმოებმა 80-მდე ბიზნესკომპანიასთან გამართეს 300-მდე B2B შეხვედრა, გაფორმდა 200'000 ლარზე მეტი სექტორთაშორისი კონტრაქტი და გაძლიერდა 40-ზე მეტი საწარმო.
2023 წელს, B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის; გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა გრინ პლანეტი; ღონისძიების ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი ინნ ჰოსფითალითი; ღონისძიების ვერცხლის მხარდამჭერია სოკარი და ალგი აუდიტი.
B2B გამოფენის ფარგლებში სოციალური საწარმოების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებას European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს განვითარების პროგრამა უჭერს მხარს.
ღონისძიების მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, BMG, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, BPN და Business Insider Georgia.
ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.
-
სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს
გადახედვა
-
ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
გადახედვა
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
კომენტარები