აფხაზეთი მინისტრთა საბჭოს შენობის მაღალი კლასის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის ცენტრში მდებარე მინისტრთა საბჭოს შენობა, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ მიტოვებულია, შესაძლოა, მაღალი კლასის სასტუმროდ გადაკეთდეს.
10 ოქტომბერს, მოსკოვში, აფხაზ სტუდენტებთან საუბრისას ბჟანიამ განაცხადა, რომ ინვესტორს შენობის აღდგენის გეგმა აქვს. მისი განცხადება აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა, შემდეგ კი - აფხაზეთის ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხებმა გააზიარეს.
"ზოგი ინვესტორი მზად არის, ინვესტიცია ჩადოს მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. მიმდინარეობს შესწავლა და უახლოეს დღეებში გვეცოდინება, შენობა უნდა დავასრულოთ, უნდა დავტოვოთ, თუ უნდა დავანგრიოთ," - თქვა ბჟანიამ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ რადგანაც არ არის საჭიროება, შენობა კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდეს, იქ, სავარაუდოდ, "მაღალი დონის სასტუმრო" მოეწყობა, მოედნით და შენობის წინ პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მონუმენტი დაიდგმება.
შენობა 1900-იანების დასაწყისში, აფხაზეთში ომის დროს დაზიანდა და მას შემდეგ მიტოვებულია.
განცხადებას აფხაზეთში ოპოზიციურად განწყობილი პირებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
პარლამენტის ყოფილი დეპუტატისა და "აამთას ექსპერტების ფონდის" წევრის, ნატალი სმირის თქმით, ეს არის, ჯერჯერობით, ბოლო შენობა, რომელიც პრივატიზაციის სერიის ფარგლებში გაასხვისეს. მას მაგალითად მოჰყავს ალახაძის პორტიც, რომელიც, მისი თქმით, გასაყიდად იყო გამოტანილი და ასევე, სახელმწიფო აგარაკი მიუსერაში, რომელიც გაქირავდა.
"შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ აფხაზი ხალხის ლიდერის მონუმენტი სასტუმროს წინ? ან - გამარჯვების აღლუმი მაღალი კლასის სასტუმროსთან? ასლან ბჟანიას განცხადება არის საფრთხისშემცველი, რომელიც აფხაზ ხალხს ცუდ შედეგებს მოუტანს", - განაცხადა სმირმა.
ვეტერანთა ორგანიზაცია არუაას ხელმძღვანელი, თემურ გულია აცხადებს, რომ მთავრობის დამოკიდებულება სახელმწიფო შენობებისა და ინფრასტრუქტურის მიმართ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არ ამყარებს დამოუკიდებლობასა და აღიარებას.
"სახელმწიფო არ არის ეკონომიკური პროექტი, ინვესტირების პროგრამა, ან— უძრავი ქონების სააგენტო. სახელმწიფო არის ხალხისა და პოლიტიკური ლიდერების მიერ დელეგირებული ძალაუფლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სოციალური კეთილდღეობა და შენარჩუნდეს ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება,"—აცხადებენ ორგანიზაციაში.
საკითხზე, ასევე, სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრეს ფოტოგრაფმა და დოკუმენტალისტმა იბრაჰიმ ჭკადუამ და მხატვარმა ადგურ ძიძარიამ.
"ისინი ძველი დროის ვაჭრებს მახსენებენ", — განაცხადა ძიძარიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ინვესტორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოების საჭიროებები.
"ისინი ჩვენ შეგვჭამენ და შემდეგ, გაგვკიცხავენ, რომ არ ვუთხარით "გემრიელად მიირთვით". ისინი მოითხოვენ მორჩილებას და ჩვენგან თანხმობას ყველაფერზე, თითქოს ჩვენ არაფერზე ვფიქრობდეთ", — თქვა ძიძარიამ.
ბლოგერი თენგიზ ჯოფუა, ასევე, ადანაშაულებს მთავრობას ისტორიული შენობის შეურაცხყოფაში, თუმცა პასუხისმგებლობას მათ აკისრებს, ვინც ხელისუფლებას არჩევნებში მხარი დაუჭირა.
"ჩვენი პრეზიდენტისთვის მინისტრთა საბჭო არაფერს ნიშნავს. ის ვერ ხედავს შენობაში სახელმწიფოს სიმბოლოს და ვერც დაინახავს. ის ხედავს მხოლოდ ნანგრევებს. ამ ყველაფერს სხვა თვალით უყურებს და მას არ ვადანაშაულებ. რატომ უნდა დავადანაშაულო, თუ ის აირჩია ხალხმა, რომელმაც მასში დაინახა "სიმბოლო" და არა "ნანგრევები" 2019 წელს?!" — თქვა ჯოფუამ.
ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბჟანიამ განაცხადა, რომ ხალხის თანხმობის გარეშე არაფერი აშენდება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ შენობის დატოვება ასეთ მდგომარეობაში არ შეიძლება, რადგან ის საფრთხისშემცველია საზოგადოებისთვის.
მინისტრთა საბჭოს შენობა სოხუმის ცენტრში ყველაზე მაღალი შენობაა, ის 1985 წელს აშენდა. 1993 წლის სექტემბერში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, შენობა არავის შეუკეთებია. მის ერთ-ერთ გვერდითა ფრთაში სახელმწიფო სააგენტოებია განთავსებული, თუმცა მთავარი შენობა 30 წლის განმავლობაში არავის გამოუყენებია.
მოედანზე, რომელიც მინისტრთა საბჭოს შენობის წინ მდებარეობს, სამხედრო აღლუმები და მიტინგები იმართება, სწორედ ამ მოედნის ცენტრში იგეგმება ვლადისლავ არძინბას მონუმენტის დადგმაც.ება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა

კომენტარები