ვინ არიან Amazon-ის მეწილეები და როგორ შეიძლება მისი აქციების ყიდვა
ფოტო: Daniel Eledut / Unsplash / On.ge
Amazon (AMZN) ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს, როგორც წიგნის ონლაინ მაღაზია დააარსა. დღევანდელი დღის მდგომარეობით, კომპანია მომხმარებელს პროდუქციის უსაზღვრო რაოდენობას სთავაზობს. მათ შორისაა: ვიდეო თამაშები, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისები. ელექტროტექნიკა, ტანსაცმელი, სათამაშოები, საკვები და სხვა.
გარდა ამისა, კომპანია შემოსავლებს სხვადასხვა მიმართულებებიდანაც იღებს:
- Amazon-ის ვებ სერვისები — კომპანია ეგრეთ წოდებული ღრუბლოვანი კომპიუტერული სისტემების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამყიდველია;
- Amazon-ის სტრიმინგ სერვისები — ის საკუთარ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებსაც აწარმოებს;
- Amazon Music — როგორც ცნობილია, კომპანია მილიონობით სიმღერაზე წვდომას ყიდის;
- Ring — Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც სახლის უსაფრთხოების სერვისების მიწოდებით არის დაკავებული.
Amazon-ის ტოპ-ინდივიდუალური აქციონერები ჯეფ ბეზოსი, ენდრიუ ჯასი და დუგლას ბლექბერნი არიან. გარდა ამისა, კომპანიის ინსტიტუციურ აქციონერების სიას სათავეში Advisor Group, Vanguard Group და BlackRock უდგანან.
ტოპ-3 ინდივიდუალური აქციონერი
ჯეფ ბეზოსი Amazon-ის დამფუძნებელი და ბორდის ხელმძღვანელია. გარდა ამისა, ის კომპანიის უმსხვილესი აქციონერია და 1,26 მილიარდ აქციას ფლობს, რაც კომპანიის ფასიანი ქაღალდების 12,3%-ს წარმოადგენს. ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მესამე ადგილზეა. როგორც ცნობილია, მისი ქონება 126 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ენდრიუ ჯასი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. მის პორტფელში Amazon-ის 2,04 მილიონი აქციაა, რაც კომპანიის ფასიანი ქაღალდების 0,02%-ს შეადგენს. ვიდრე ჯასი ამაზონის CEO გახდებოდა, Amazon Web Services-ის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ის გუნდს 1997 წელს შეუერთდა. ამაზონში მისვლამდე ჯასი მარკეტინგის საკონსულტაციო კომპანიას მართავდა.
დუგლას ბლექბერნი Amazon-ის 1,06 მილიონ აქციას ფლობს, რაც კომპანიის წილების 0,01%-ს შეადგენს. ბლექბერნი კომპანიას 2005 წელს შეუერთდა. 2022 წელს კი უკვე Worldwide Amazon Stores-ის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ტოპ-3 ინსტიტუციური აქციონერი
Vanguard Group უმთავრესად გაცვლითი-სავაჭრო ფონდების მმართველი კომპანია, რომელიც 8,1 მილიარდი დოლარის გლობალური აქტივებს განკარგავს. 2022 წლის მონაცემებით, კომპანია Amazon-ის 712,07 მილიონ აქციას ფლობს. ეს Amazon-ის მიერ გამოშვებული აქციების 6,9%-ია.
BlackRock მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივების მმართველი ფირმაა, რომელიც საკუთარ თავში გაცვლით-სავაჭრო ფონდსაც აერთიანებს. BlackRock ამაზონის 594,72 მილიონ აქციას ფლობს, რაც კომპანიის 5,8%-ს შეადგენს.
Amazon-ის კიდევ ერთი მსხვილი აქციონერი State Street-ია, რომელიც საინვესტიციო კომპანიაა. ის სხვადასხვა სახის კლიენტებს ემსახურება. მათ შორის: აქტივების მმართველებს, სადაზღვევო კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, ცენტრალურ ბანკებსა და სხვა. State Street-ის განკარგულებაში Amazon-ის 336,27 მილიონი აქციაა, რომელიც კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 3,3%-ია.
როგორ შეგვიძლია Amazon-ის აქციების ყიდვა
როგორც ცნობილია Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ბოლო მონაცემების მიხედვით, კომპანიის ერთი აქციის შეძენა 125,98 დოლარად არის შესაძლებელი.
Aamzon-ისა და სხვა უმსხვილესი კომპანიების აქციებით ვაჭრობა საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. აქ ინვესტირების დაწყება მარტივად, ნებისმიერი თანხით შეგიძლია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში აქციაა — 31 ოქტომბრამდე საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები