დავალიანება ყველა უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდება FreeUni-სა და AgrUni-ის გარდა — რა ხდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
რატომ არის მნიშვნელოვანი: ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემები წლებია განხილვის საგანია, როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე, ოპოზიციური პარტიების და უფლებადამცველების მიერ.
- 2023 წლის 15 სექტემბრამდე მთავრობა ამ საკითხზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებდა — ამ დღეს კი მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ გადასახადის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.
- განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ეხებოდა საჯარო და კერძო უნივერსიტეტების დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს.
რა მოხდა გუშინ: რამდენიმე მედიამ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მთავრობამ კერძო უნივერსიტეტებს მოსთხოვა, დავალიანება სტუდენტებს თავად გაუნულონ.
- მთავარი არხის, ტაბულა, ფორმულას და TV პირველის ინფორმაციით, ამ საკითხის განსახილველად კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარეს.
- მათი წყარო აცხადებს, რომ მოთხოვნას ზოგიერთი უნივერსიტეტი დათანხმდა, თუმცა, ნაწილმა უარი განაცხადა.
- დღეს მსგავსი ინფორმაცია მიაწოდეს On.ge-საც.
ამ ცნობებს დროში დაემთხვა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების განცხადება, რომელშიც არ არის საუბარი მთავრობის მოთხოვნაზე, მაგრამ ხაზგასმულია, რომ წლებია ეწევიან და გააგრძელებენ სტუდენტების განათლებისა და კვლევის მხარდაჭერას სხვადასხვა შიდა რესურსით.
- მათივე განცხადებით, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისათვის სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს ყოველ წელს სრულად უფინანსებენ სწავლის საფასურს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე.
-
"ბოლო 4 აკადემიური წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებამ დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სოციალურად დაუცველს, რომელსაც სწავლა სურს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტებში, უფასოდ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. აღსანიშნავია, რომ ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე, ყოველწლიურად უფინანსებს სწავლის საფასურის ნაწილს. ამ დაფინანსებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ლარი შეადგინა", — აცხადებენ უნივერსიტეტები.
- მათივე განმარტებით, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საბაკალავრო პროგრამის თითოეულ სტუდენტს, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, უფასოდ ანიჭებს დამატებით 15 კრედიტს, რაც თითოეული სტუდენტისათვის დაახლოებით 1500 ლარის დაფინანსებას გულისხმობს.
- ასევე, ამბობენ, რომ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში სწავლა უფინანსდებათ ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეებსა და პრიზიორებს — ცოდნის ფონდი ერთი წლის სწავლის საფასურს უფინანსებს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს, რომლებიც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში აბარებენ, ასევე აფინანსებს სტუდენტების საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.
- "საგულისხმოა, რომ დაწყებული სემესტრის პირველი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს აკადემიურ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში. ასევე, სტუდენტს შეუძლია სემესტრული სწავლის დაწყება სწავლის საფასურის წინასწარ გადახდის გარეშე.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს ვადაგადაცილებულ გადახდებზე არ ერიცხებათ ჯარიმები და საურავები", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს განათლების მინისტრმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ.
- "უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი სასწავლებლები მათ არსებულ დავალიანებას სრულად გაუნულებენ", — განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
- ამის შემდეგ კი დაამატა, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში კერძო უნივერსიტეტებს შესთავაზეს არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც ყველა კერძო უნივერსიტეტი დათანხმდა, თავისუფალი და აგრარული (FreeUni და AgrUni) უნივერსიტეტების გარდა.
- "როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე, დავალიანება ვერ გაუნულდებათ, რადგან მიუხედავად ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობებისა, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი", — განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, ამილახვარმა ისაუბრა მედიების გავრცელებულ ინფორმაციაზეც და ამას "არაკონსტრუქციული, პროცესების დამაზიანებელი დეზინფორმაცია" უწოდა.
- "თითქოს, სამინისტრო რაიმე ფორმით ზემოქმედებდა კერძო უნივერსიტეტებზე და მათ ხარჯზე ცდილობდა სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, სტუდენტებისთვის ამ უმნიშნველოვანესი გადაწყვეტილების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება, რაც კატეგორიულად მიუღებელია", — განაცხადა მან
- კითხვაზე, რატომ თქვეს უარი ამ უნივერსიტეტებმა და რა იყო გონივრული შეთავაზება, ამილახვარმა ასე უპასუხა: "ერთადერთი გამონაკლისი 60 უნივერსიტეტიდან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, არიან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი, რომლებმაც უარი განაცხადეს, ჩვენს სამართლიან შეთავაზებაზე".
- შემდეგ კი ასე გააგრძელა: "ყველას კარგად გვესმის, რომ უნივერსიტეტებისთვის არის პრაქტიკულად უიმედო, ჩამოწერილი თანხები, მიუღებელი შემოსავალი. შესაბამისად, ფინანსურად, რა თქმა უნდა, მისი საბაზრო ფასი... იმაზე მეტიც კი შევთავაზეთ და ყოყმანის გარეშე, ყოველგვარი თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში, უკლებლივ ყველამ, აი, ეს მინდა ყველამ კარგად იცოდეთ — ყველა კერძო უნივერსიტეტი ერთი გამონაკლისის გარეშე კი, სიამოვნებით, მყისიერად დათანხმდა ჩვენს სამართლიან და ობიექტურ შეთავაზებას და ხელი მოაწერა მემორანდუმს. საინტერესოა, მათ ვკითხოთ უფრო დეტალურად, რა არის ამის მიზეზი. განცხადებაში ვნახე, რომ ისინი სოციალურად მხარს უჭერენ სტუდენტებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ არ არიან გამონაკლისი".
მინისტრმა განმარტა, ვის ეხება გადაწყვეტილება:
- საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვთ;
- სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი, ყველა საფეხურის სტუდენტზე, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო, ასევე სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
- უმოკლეს ვადებში შემუშავება სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლები, რომლებიც ორივე მხარეს, უნივერსიტეტებს და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სრულად გაათავისუფლებს არსებული ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებებისგან.
- ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს სტატუსი, შეუძლია, ახლავე მიმართოს უნივერსიტეტის, რომელიც შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას.
- რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტს სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენის ფარგლებში დაემატებათ ადგილების რაოდენობა და არ შეექმნებათ პრობლემა მათთვის მინიჭებული სტუდენტთა ზღვრულ ოდენობაზე.
სტრიქონებს შორის: პრემიერის ამ გადაწყვეტილების წინ უძღოდა სკანდალი, რომელიც მისი შვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებას მოჰყვა.
- ამავდროულად, ეს პირველ შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი დავალიანებას ანულებს ამომრჩევლის გულის მოსაგებად — რამდენიმე წლის წინ მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ ბანკის ვალებიც გაუნულდათ.
- გარდა ამისა, აღსანიშნია სტუდენტების განსაკუთრებული როლი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებაში — ამის გამო ჩნდება კითხვის ნიშნები, რომ ეს პარტიის ინტერესების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებაა.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები