ეუთო/ოდირი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს
საქართველოში 4 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი არჩევნების შემდეგ გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციის გამო შეშფოთებულია და მოუწოდებს მთავრობას პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.
"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო შეშფოთებას გამოხატავს. ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს სწრაფი გაუარესების ფონზე, ODIHR მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება თავისუფლად და უსაფრთხოდ", — წერია განცხადებაში.
ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ შეასრულოს ეუთოს ადამიანის უფლებებისადმი აღებული ვალდებულებები და საერთაშორისო შეთანხმებები.
"საქართველოში მშვიდობიან დემონსტრანტებს კვლავ იჭერენ, სჯიან და აჯარიმებენ საკუთარი უფლებების განხორციელებისთვის. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, შეასრულოს ეუთოს ადამიანის უფლებებისადმი აღებული ვალდებულებები და საერთაშორისო შეთანხმებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა... კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები არ გახდნენ სამიზნე, და მათი ხმა იყოს გაგონილი, რადგან მათი საქმიანობა გადამწყვეტია სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის" — განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.
ეუთო/ოდირის განცხადებაში ასევე საუბარია "უცხო აგენტების შესახებ კანონზე", რომელიც ODIHR-ის განცხადებით "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და უნდა გაუქმდეს". განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ბოლო თვეებში მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავება, ასევე დიდი ჯარიმების დაკისრება მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობისთვის ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ნორმებს."
"ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, კვლავ არღვევს მათი გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს. როგორც ODIHR-მა შარშან იურიდიულ მიმოხილვაში აღნიშნა, ე.წ. "კანონი უცხოური აგენტების შესახებ" იწვევს სერიოზულ შეშფოთებას და უნდა გაუქმდეს.
საქართველომ იკისრა ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას შეკრების თავისუფლება საერთაშორისო და ეუთოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად. ბოლო თვეებში მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავება, ასევე დიდი ჯარიმების დაკისრება მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობისთვის ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ნორმებს. ზოგადად, სამართალდამცავებმა უნდა აირიდონ ძალის გამოყენება საჯარო შეკრებების დროს და ხელი შეუწყონ მათ დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ძალა გამოიყენება, ის უნდა იყოს კანონის ფარგლებში, აუცილებელი და პროპორციული კონკრეტული სიტუაციის საჭიროებებთან" — წერია ეუთო/ოდირის განცხადებაში.
ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ სინანულით აღნიშნავს, რომ მათ არ მიეცათ ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების საშუალება, გვიან გაგზავნილი მოწვევის გამო. განცხადებაში აზევე ხაზგასმულია, რომ "ODIHR მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან და მხარი დაუჭიროს ქვეყანას ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში — სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემის სფეროში."
"ODIHR ასევე კიდევ ერთხელ გამოთქვამს სინანულს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ODIHR-ის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მიწვევა მაშინ გაუგზავნა, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეც კი არ იყო დარჩენილი, რაც არ იძლეოდა შესაძლებლობას სამართლიანი და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ODIHR-ის დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. შედეგად, ქვეყნის მოქალაქეები და ინსტიტუტები დარჩნენ ობიექტური, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასების გარეშე.
ყველა ეუთოს წევრ სახელმწიფოს აღიარებული აქვს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიისთვის და მათ აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ სივრცე, რომელიც აუცილებელია თანასწორი და არსებითი პოლიტიკური მონაწილეობისათვის. საკუთარი მანდატის შესაბამისად, ODIHR მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან და მხარი დაუჭიროს ქვეყანას ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში — სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემის სფეროში", — წერია განცხადებაში.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები