ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

8 Oct. 2025, 10:02

"ოთხმა ოქტომბერმა გადაიარა, ბოიკოტი არარელევანტური გახდა, შესაბამისად - რვიანმა თავი ამოწურა.

მიუხედავად იმისა, რომ რვიანში შიგნით გვყავდნენ ნაცები, რომლებიც გარედან წიხლებს გვირტყამდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე უამრავ ფულს ხარჯავდა ჩვენ წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა რომ მთელი ოპო ტელემედია ხაზარაძის "კამპანიას" და ხაბეიშვილის "დამხობას" ტირაჟირებდა და ყველგან გაგვაქრეს, პიროვნებისვე აღიარებით, რეჟიმის არ აღიარების პოლიტიკამ — ანუ ბოიკოტმა გაიმარჯვა.

ტრიუმფი გვექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია.

ახალი ეტაპი იწყება პოლიტიკური პარტიებისთვის.

ფედერალისტები მივიღებთ ამომრჩევლის დაკვეთას და მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ, ამომრჩევლის პრობლემებზე ფოკუსირებულ პარტიებთან ვითანამშრომლებთ - მათთან, ვინც მზად იქნება ერთობლივი ძალებით და უკომპრომისოდ ჩავრეცხოთ ავტოკრატია და ოლიგარქია ყველა ფლანგზე.

ფედერალისტები ვითანამშრომლებთ კაცებთან და არა კაცის კაცებთან.

ეს ბრძოლა არაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ეს ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მიდის.

დემოკრატია და დემოკრატიული ძალები გავიმარჯვებთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…