უნგრეთში მაღაზია "ჰომოსექსუალობის ამსახველი" წიგნის გაყიდვისთვის დააჯარიმეს
ფოტო: Maura Losch / Axios
უნგრეთში წიგნის მაღაზია "ჰომოსექსუალობის ამსახველი" გრაფიკული რომანის გაყიდვისთვის დააჯარიმეს. ქვეყნის ხელისუფლების მიღებული ახალი კანონის შესაბამისად, მაღაზიას 12 მილიონი უნგრული ფორინტის (92 ათას ლარზე მეტი) გადახდა მოუწევს.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ბრიტანელი ავტორის, ელის ოსმენის, გრაფიკული რომანი Heartstopper შეფუთვის გარეშე იყიდებოდა და ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვანებისთვის. თუმცა, აღნიშნული წიგნი, რომელიც ქვიარ სიყვარულზე მოგვითხრობს, სწორედ მოზარდულ ლიტერატურას განეკუთვნება. ნაწარმოები ნეტფლიქსმა სერიალადაც გადაიღო.
უნგრეთის ხელისუფლებამ, რომელსაც ღიად პრორუსი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, 2021 წელს მორიგი ანტილგბტქ კანონი მიიღო და აკრძალა "ჰომოსექსუალობის ასახვა და პოპულარიზაცია", რომელიც "არასრულწლოვანებს ჰომოსექსუალობისკენ ან სქესის შეცვლისკენ" უბიძგებს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს კანონი "სირცხვილად" შეაფასა, ევროპარლამენტმა კი განაცხადა, რომ ის ორგანიზაციის "ღირებულებებს, პრინციპებსა და კანონებს" ეწინააღმდეგებოდა.
უნგრეთი და საქართველო — როგორ მუშაობს პროპაგანდის მანქანა ორ ქვეყანაში
ფოტო: საქართველოს მთავრობა
უნგრეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ანტილგბტქ კანონების მიღების საფუძველი ქვეყნის "ქრისტიანული კულტურის" დაცვაა. ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ლგბტქ უფლებების საკითხი მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2010 წელს ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენე ფიდესის პარტია მოვიდა. პარტიამ, და მისმა ხელმძღვანელმა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკვე შეიმუშავეს და განახორციელეს "კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებზე" დაფუძნებული რამდენიმე დისკრიმინაციული კანონპროექტი.
2020 წელს, მთავრობის მოთხოვნით, ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს დაბადებისას განსაზღვრული სქესის საპირისპიროს დოკუმენტებში მითითება აეკრძალათ. ამავე წელს, ფიდესის პარტიამ მოითხოვა ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების მიერ შვილის აყვანის აკრძალვა, რომელიც მალევე დააკმაყოფილა ქვეყნის პარლამენტმა.
ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პროტესტის მიუხედავად, ორბანი დისკრიმინაციულ პოლიტიკას განაგრძობს. სამაგიეროდ, პრორუსმა პოლიტიკოსმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ქება დაიმსახურა. რამდენიმე კვირის წინ, ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე ღარიბაშვილმა ორბანს უწოდა "მამაცი, ქრისტიანი კაცი, რომელიც საკუთარი ერისა და ქვეყნის ინტერესებს იცავს". საპასუხო კომპლიმენტები არც ორბანს დაუშურებია და განაცხადა, რომ სხვებს სწორედ საქართველოს პრემიერისგან შეუძლიათ ისწავლონ, "როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები".
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ბუდაპეშტში გამოსვლა, წესით, გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჰომოფობიური განცხადებებითაა ცნობილი. აგერ, სულ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მისი წლიური მოხსენებისას, არარსებულ "ლგბტ პროპაგანდაზე" და კანონმდებლობით მისი "მოწესრიგების" შესაძლებლობაზეც ისაუბრა. თუკი უნგრეთში უკვე წიგნის გამავრცელებლებს აჯარიმებენ, ღარიბაშვილი მხოლოდ ბრალდებით შემოიფარგლა — "ლგბტ პროპაგანდაში" სულაკაურის გამომცემლობა დაადანაშაულა. უკვე რამდენიმე კვირაა, წლების წინ გამოცემული წიგნების გამო სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს. მმართველი პარტიის განცხადებებით წახალისებული ჰომოფობიური ჯგუფები გამომცემლობას ოფისშიც კი მიუცვივდნენ.
"ლგბტ პროპაგანდა" ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების გამოგონილი, არარსებული ცნებაა. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ბრძოლისთვის "პროპაგანდის" იარლიყის მიწებება ხელისუფლებას, ერთი მხრივ, რეალური პრობლემებისგან საზოგადოების ყურადღების გადატანაში ეხმარება, მეორე მხრივ კი, ცენზურის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი პრაქტიკა უკვე ფეხმოკიდებულია რუსეთში, სადაც პუტინის რეჟიმი საბჭოთა ისტორიის მამხილებელ ადამიანებსაც კი გამოგონილი ბრალდებებითა და პატიმრობით სჯის; რომ აღარაფერი ვთქვათ 2013 წელს მიღებულ "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" ამკრძალავ კანონზე და იეჰოვას მოწმეების დევნაზე. ასევე — ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონზე, რომლითაც რუსეთში მედიისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა შეიზღუდა. სხვათა შორის, ამავე კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში სურდა ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნულ პარტიასაც, თუმცა, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიღებული ინიციატივა ჩააგდო.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები