ფესტივალი ჩაიშალა, ტერიტორია დაარბიეს, პაპუაშვილი კი ამბობს, რომ პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავრობა
რა მოხდა: ალტინფოს დაორგანიზებული ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად დღეს ვაჟა ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თბილისი პრაიდის საფესტივალო ტერიტორიაზე ავიდნენ.
- ისინი დაუფარავად აჟღერებდნენ დანაშაულებრივ მოწოდებებს და ამბობდნენ, რომ დახურულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას აპირებდნენ.
- გზაშიც და საფესტივალო ტერიტორიასთანაც მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფები ლისის ტბამდე დაუბრკოლებლად ავიდნენ.
- ამის შემდეგ მათ არაერთხელ გაარღვიეს პოლიციის კორდონი — მედიების კადრებში ჩანდა, რომ რამდენიმე მათგანი ტერიტორიიდან გაარიდეს, ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე.
- ადგილზე სპეცრაზმიც გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად მოძალადეები წინ მიიწევდნენ და საბოლოოდ, საფესტივალო ტერიტორიამდე მივიდნენ.
თბილისი პრაიდის გუნდს ტერიტორიის დატოვება მოუწია. მათი განცხადებით, სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა და სამარშრუტო ტაქსებით ევაკუაცია განხორციელდა.
- ორგანიზატორებმა მოუწოდეს ფესტივალის სტუმრებს, აღარ ავიდნენ ტერიტორიაზე, რადგან იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის.
- ამის შემდეგ მოძალადეები ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დაარბიეს და დაწვეს დროშები და სტენდები.
- მოგვიანებით პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.
შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თავის მართლება სცადა და უსაფრთხოების ვერდაცვა გაშლილ სივრცეს და ხალხის რაოდენობას დააბრალა.
- მისი მტკიცებით, დიდიდან მობილიზებული იყო ყველა საჭირო დანაყოფი, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება.
- ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადაკეტეს გზები და არ მიიღეს შესაბამისი პრევენციული ზომები, მან არ უპასუხა.
- კითხვაზე, მარტის აქციაზე რომ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რატომ არ ჩათვალეს საჭიროდ ახლა, როცა წინასწარ იცოდნენ რა მზადდებოდა, მან ასე უპასუხა:
- "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის ამ ლოკაციაზე, რაც შეიძლება ყოფილიყო დაცვისთვის. თუმცა მოგეხსენებათ, რომ შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ყველა აქციაზე. განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როცა საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ ხედავთ, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული".
- დარახველიძემ არ უპასუხა არც იმ კითხვას, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ტერიტორიაზე ჰყავდათ აყვანილი.
შალვა პაპუაშვილის აზრით, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება.
- "რამდენადაც ვიცი, უბრალოდ ღონისძიებიდან ვერ ვადევნებდი ყურადღებას, არავინ დაზარალებულა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება, თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ შორის პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი", — ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
- თუმცა, პრაიდის ფესტივალის ჩაშლის შემდეგ მისმა თანაგუნდელმა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მოძალადეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ჰომოფობიურ პოსტში კმაყოფილება გამოხატა.
- "პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი მე, არის თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია, რაც აქამდე მაქვს არის ის, რომ პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება — როგორც მონაწილეების, ასევე, როგორც ვიცი, ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება", — თქვა პაპუაშვილმა.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები