ტეხასში დაკარგული თინეიჯერი 8 წლის შემდეგ ეკლესიის ეზოში მძინარე იპოვეს
ფოტო: Texas Center for the Missing
აშშ-ს პოლიციის თქმით, ტეხასის შტატში 8 წლის წინ დაკარგული თინეიჯერი, რუდოლფ (რუდი) ფერიასი ეკლესიის ეზოში მძინარე იპოვეს.
ფერიასს 2015 წლის 6 მარტიდან ეძებდნენ, მას შემდეგ, რაც 17 წლის ბიჭი ჰიუსტონში ძაღლების გასეირნებისას გაუჩინარდა. 2018 წელს პოლიციამ შეტყობინება მიიღო, რომ რუდოლფი ერთ-ერთი ოჯახის წევრის სახლის უკანა ეზოში მძინარე შენიშნეს, თუმცა ბიჭის პოვნა მაშინაც ვერ მოხერხდა.
პოლიციის თქმით, 29 ივნისს მათთან ზარი შევიდა, რომელიც ჰიუსტონის ეკლესიის ეზოში მძინარე ადამიანისთვის დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ფერიასს თან ნივთი ჰქონდა, რომლითაც მისი ოჯახის წევრის იდენტიფიცირება შეძლეს და დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც ეკლესიასთან რუდოლფის დედა მივიდა.
ფერიასი სასწრაფოს ექიმებმაც გასინჯეს, თუმცა მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა. რუდოლფს ლაპარაკი არ შეუძლია, ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია, სად იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ან ეკლესიის ეზოში როგორ აღმოჩნდა, თუმცა, პოლიციის თქმით, ის ახლა ოჯახთან უსაფრთხოდაა, საქმეზე კი გამოძიება გრძელდება.
დეტალები იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იპოვეს ის, უცნობია, თუმცა ოჯახის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კაცი ამჟამად ტრავმის სამართავად საჭირო დახმარებას იღებს. პოლიციის თქმით, მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რუდოლფისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.
"ჩვენი მისიაა, გავაგრძელოთ ოჯახების მხარდაჭერა, რომელთა ახლობლებიც დაიკარგნენ", — აღნიშნა ტეხასის დაკარგულთა ცენტრის თანამშრომელმა, მელისა რენგელმა.
დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის თქმით, 2022 წელს FBI-ში დაკარგული ბავშვების შესახებ 360 000-მდე შეტყობინება შევიდა. პოლიცია საქმეს კვლავ იძიებს და ბიჭის გამოკითხვას გეგმავს.
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
კომენტარები