კალაძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება ძალადობას არ ახალისებს — საპირისპიროს აჩვენებს განცხადებები
ფოტო: კადრი ვიდეოდან/Kakha Kaladze კახა კალაძე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიუხედავად კალაძის მტკიცებისა, მმართველი გუნდის განცხადებებში არაერთხელ მოგვისმენია, რომ ძალადობას არ ამართლებენ, მაგრამ...
- უფრო მეტიც, ისინი არათუ ამართლებენ ხოლმე, არამედ ახალისებენ კიდეც მას.
- მაგალითად, სწორედ ასე დაიწყო 5 ივლისის ძალადობა, რომელსაც წინ ღარიბაშვილის განცხადება უძღოდა იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
- 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა.
- "ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ წესებსა და ტრადიციებს", — ამბობდა ის.
კიდევ რამდენიმე ფაქტი: ძალადობა გაამართლეს მაშინაც, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ასეულობით ადამიანის გარემოცვაში კრიტიკული მედიის, TV პირველის მფლობელს დაესხა თავს.
- ასე მოხდა ახლო წარსულშიც — ძალადობის გამართლებისგან თავი კობახიძეს არც მაშინ შეუკავებია, როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაზე და თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე ჰკითხეს.
- ამასაც წინ ტრადიციული ფრაზა — ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ... — უძღოდა.
- ქართული ოცნების თავმჯდომარე ძალადობის ცალსახად დაგმობის ნაცვლად იმაზე აპელირებდა, თითქოს კონკრეტული ძალები ქვეყანაში პოლარიზაციასა და რადიკალიზაციას ცდილობენ.
- მეტიც, ძალადობის წახალისებაში თავად დაზარალებულები დაადანაშაულა.
- დღეს კი ლევან ბერძენიშვილზე განხორციელებული თავდასხმის გამართლების მცდელობა და პროპაგანდისტული ნარატივი ვიხილეთ, რომელსაც პროფესორის დისკრედიტაციისთვის ხშირად იყენებენ.
- კობახიძე აპელირებდა ეროვნული იდენტობის, ეკლესიისა და პატრიარქის თემებით და თქვა, რომ ბერძენიშვილი პირდაპირაა ჩართული მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვის გმირ მეფეებს.
- სულ რამდენიმე დღის წინ კი კალაძემ კიდევ ერთხელ წაახალისა ქვეყანაში ჰომოფობია და მაკდონალდის წინააღმდეგ აგორებულ დისკრედიტაციულ კამპანიას შეუერთდა.
ამ ყველაფრის შემდეგ კალაძე ვერ იხსენებს, რომელი ფაქტი წაახალისა მისმა პარტიამ.
- ამბობს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ.
- "არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. როდესაც პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან, აქვთ მცდელობა, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კი გამოდიან და სურთ გმირად შერაცხონ ასეთი ადამიანი, ეს დამაზიანებელია".
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები