ირაკლი კობახიძე

20 Jun. 2023, 13:33

თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზაციის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და ასევე, პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას. პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, პირდაპირ ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ა.შ.

არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი მაგრამ ასევე, ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, თუ არ ვცდები, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ