მარინა კალიურანდი

8 Jun. 2023, 16:40

"ევროპარლამენტმა სჯობს, საკუთარ თავზე იზრუნოს. რატომ გვკარნახობენ, რა გავაკეთოთ. მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ომში", — ეს [ირაკლი ღარიბაშვილის] სიტყვებია. თუ გსურთ, ციტატების ორი ფურცელი მაქვს და შემიძლია, გავაგრძელო. ყველა ციტატის გაგონება გსურთ? იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, არის ბრალდებები პარლამენტის წევრების მიმართ, არის ბრალდებები ევროპის პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციების და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, ეს მოულოდნელად არ მიგვიღია.

ეს არის თქვენი ხელმძღვანელობის კონკრეტული განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ, ბრიუსელში. და მინდა, ვთქვა, რომ ვწუხვარ, თუ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია საქართველოში პოლარიზაციას იწვევს. ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად. [ფორმულას თარგმანი]

განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა მაია ბითაძის გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტის კომიტეტზე, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია

ცხოველთა უფლებადამცველისა და ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში 7 დაზარალებულიდან ერთ-ერთი ქართული ოცნების…