NGO-ები: საარჩევნო კოდექსებში ცვლილებების პროექტი მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სამართლიან არჩევნებსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი მმართველი პარტიების ინტერესებს ემსახურება. ცვლილებების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები 26 ივნისს ერთობლივად გავრცელებულ დოკუმენტში არ ეთანხმებიან.
"კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სტაბილური ინსტიტუციის, საქმიანობის გაუმჯობესებას. თუმცა, რეალურად იგი მეტად პრობლემურია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ სანდოობის შენარჩუნების კუთხით, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
კანონპროექტის მიხედვით, სააჩრჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების წევრების დანიშვნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რაც პარტიებს ერთზე მეტი წევრის დანიშვნის საშუალებას მისცემს.
"შემოთავაზებული ცვლილებით მოხდება ამ ინსტიტუციის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირება, ვინაიდან ახალი წესი გამოიწვევს, სხვა პარტიებთან შედარებით, მმართველი პარტიის დომინირებულ მდგომარეობას საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე," - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი მიაჩნიათ, რომ ცესკოს დაკომპლექტების შემოთავაზებული რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციი მიმართ ნდობას და არჩევნების მართვის პროცესში პოლიტიკურ პლურალიზმს. მათი აზრით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არსებითი საკითხია, რადგან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისადმი საზოგადოების ნდობას და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს, ასევე გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, უნდა განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ძირეული რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით.
ამ წესის სრულად ამოქმედებამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ:
- საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არჩევნების შედეგებზე უნდა იყოს მიბმული, თუმცა არა მსგავსი გაუმართლებელი ფორმით: ერთ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს და არა რამდენიმე წევრის, როგორც ეს შემოთავაზებული ცვლილებით არის წარმოდგენილი;
- უნდა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით, რათა საარჩევნო კომისიების მსურველ პირთა შორის უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა;
- გვაქვს ერთობლივი დეტალური რეკომენდაციები და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პარლამენტთან საარჩევნო ადმინისტრაციის რეალურ და ძირეულ რეფორმაზე.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები