ელექტრო სტიმულაცია ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ტვინის სტიმულაცია გონებრივი შესაძლებლობების გაუმოჯბესებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ბოსტონის უნივერსიტეტის რაინჰარტის ლაბორატორიაში მკვლევრებმა ტვინის სტიმულაციის განვითარების ტექნოლოგიის — ტრანსკრანიალური ალტერნატიული დენის სტიმულაციის (tACS) ეფექტები შეისწავლეს.
ამ პროცედურის დროს, ადამიანებს თავზე სპეციალური მოწყობილობა უმაგრდებათ. მასში ჩაშენებულია ელექტროდები, რომლებიც აწვდიან სუსტ ელექტრო დენებს. ამ კონტროლირებადი დინების გამოყენებით, ტვინის კონკრეტულ რეგიონებში, შესაძლებელია შეიცვალოს ტვინის აქტივობა.
კვლევა ვარაუდობს, რომ ტვინის უჯრედები ეფექტურად ურთიერთობენ, როდესაც ისინი კოორდინაციას უწევენ მსგავს რიტმს.
"კვლევა ყველაზე ყოვლისმომცველი მეტა-ანალიზია ამ თემაზე, რომელიც შედგება 100-ზე მეტი გამოქვეყნებული კვლევისგან, საერთო ჯამში 2800-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით. როდესაც გამოვიკვლიეთ კონკრეტული შემეცნებითი ფუნქციები, როგორიცაა მეხსიერება და კონცენტრაცია, დავინახეთ, რომ tACS-მა ფუნქციების გაუმჯობესება გამოიწვია", — ამბობენ მკვლევრები.
ეს მნიშვნელოვანია. მაგალითად, მეთოდი შეიძლება სასარგებლო იყოს დეპრესიასთან და ბიპოლარულ აშლილობასთან საბრძოლველად. თუ tACS-ს შეუძლია შეცვალოს ფსიქიკური ფუნქცია რომელიმე მიმართულებით, მკვლევრებმა შეიძლება შეიმუშაონ მოქნილი და მიზანმიმართული მეთოდი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკრეტულ კლინიკურ საჭიროებებს. ეს ყველაფერი კი მედიკამენტების გარეშე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები