ხავიერ კოლომინა

24 May. 2023, 20:36

მარტში იმყოფებოდა ბრიუსელში მინისტრი დარჩიაშვილი და აპრილში პრემიერმინისტრი. მეც ვიღებდი მონაწილეობას შეხვედრაში. მე ასევე ჩვენი შეშფოთებაც გავაჟღერე, რეფორმების რიტმთან და შინაარსთან დაკავშირებით. ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ ხარისხთან დაკავშირებით გვაქვს შეშფოთება, რომელიც გადმოვეცით.

მე ძალიან ნათლად გავაჟღერე, მაგალითად, უცხოური აგენტების კანონი. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული კანონის გაუქმება მოხდა. ჩვენი აზრით, ეს იყო კანონი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ. ისეთი, რომელიც ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, უნდა გააჩნდეთ. 

რაც შეეხება რეფორმების განხორციელების დონეს, სასამართლო, საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, ვისაუბრეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით. დეპოლარიზაციის თემასთან მიმართებაში. ეს საკითხები ჩვენთვის შეშფოთებისა და დაინტერესების საგანია. 

განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. [სინქრონული თარგმანი] კოლომინა საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ის შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…