ხავიერ კოლომინა

24 May. 2023, 21:20

რეაქციები, რომელსაც ვეცნობოდით [ფრენების აღდგენაზე], შემაშფოთებელია ჩვენთვის და ეს გადავეცით თქვენს ხელისუფლებას. ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის მხრიდან ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომელიც ვნახეთ პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი წევრისგან. იმიტომ, რომ ეს კრიტიკული მომენტია უკრაინისთვის დასახმარებლად და როგორც ვთქვით, ეს თითოეული ჩვენგანისთვის პრიორიტეტულია, უნდა იყოს პრიორიტეტული ჩვენი პარტნიორებისთვისაც. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ეს ქმნის გარკვეულ სივრცეს, რუსეთმა პოტენციურად აარიდოს თავი სანქციებს.

ჩვენ ვესაუბრეთ თქვენ ხელისუფლებას იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც ტარდება, სანქციებისგან თავის არიდების ასაცილებლად. ძალიან კარგი სამუშაო ტარდება ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, სულ მცირე, ქმნის ჩრდილს, რომ რუსეთმა გარკვეული სივრცე იპოვოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს და მოვუწოდეთ თქვეს ხელისუფლებას, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს ამისგან თავის ასარიდებლად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა

საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა…