კახა კალაძე

19 May. 2023, 15:35

ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე. ეს იყო ცალმხრივად გაცემული სანქციები და ვიცით, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი მხრიდან, რომ მოიხსნას აღნიშნული სანქციები. ასე რომ, ჩვენ აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა.

ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა ჩვენი მოსახლეობას. დღეს, ჩვენ ვართ გამოწვევების წინაშე და ყველაზე მთავარი გამოწვევა, ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გეტყვით, რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნული პოლიტიკით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? — გონიერებით, მშვიდობითა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…