სალომე ზურაბიშვილი

10 May. 2023, 16:17

ეს არის მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს, მგონი, ხელისუფლება. ჩემი პოზიცია მე უკვე გამოვხატე და გამოვხატე საერთაშორისო დონეზე, Twitter-ზე. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო. არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და სანამ რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი ნამდვილად უდროო და მიუღებელია.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს ის დრო არის, რომ თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმისი, რომ რასაც მოვითხოვ უკვე არაერთხელ, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს პირიქით 3-თვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია, რომ რაღაც ზომები იყოს მიღებული, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა. ყველას ვიღებთ და ეს უკვე გამოჩნდა, ერთ წელზე მეტი გასულია უკვე, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რომ ბაგა-ბაღები გაიხსნას რუსულენოვანი, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენაც თანადროულად იყოს აუცილებელი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოში.

არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს ზომები სხვადასხვა პროფესიებზე, რა არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას. ეს ნიშნავს ლიცენზირებას, თუნდა, არ ვიცი, ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე.

ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომ რაღაცა დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით, არ დავიწყოთ რაღაცა ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ, რაც ისმის სანქციების გვერდით ავლის შესახებ. მე ამას ვადასტურებ, რომ არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  3. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
  4. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  5. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთმა სომხური საწარმოებიდან თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა

რუსეთმა სომხეთიდან მინერალური წყლების, ყვავილების და ხილის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, თევზის იმპორტიც აკრძალა. რუსეთმა…