სალომე ზურაბიშვილი

10 May. 2023, 16:29

მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაში არის ერთიანი, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს ჩვენს კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულები უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის მოთხოვნა საზოგადოების. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე თავისი პასუხი.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ