პანემში ვბრუნდებით — ნახეთ შიმშილის თამაშების ახალი ფილმის ტრეილერი
დაე, იღბალი მუდამ თან გვდევდეს!
ფოტო: Lionsgate
ლეგენდარული დისტოპიური საგა, რომელმაც წლების წინ მოგვნუსხა და თავდავიწყებით შეგვაყვარა თავი, დიდ ეკრანებზე ბრუნდება — შიმშილის თამაშების ახალი ფილმის პრემიერამდე სულ რამდენიმე თვეღა რჩება!
სანამ შემოდგომის მიწურულს ფილმს ვიხილავდეთ, კინოკომპანია Lionsgate-მა უკვე გაავრცელა მისი პირველი ტრეილერი, რომელსაც ისტორიის ერთგული გულშემატკივრებისგან მთელ მსოფლიოში აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა. ფილმი, სახელწოდებით The Ballad of Songbirds & Snakes ("ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე") შიმშილის თამაშების დანარჩენი ფილმების ერთგვარი წინაისტორიაა, რადგან მასში მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე ვითარდება ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს (მომავალი პრეზიდენტი სნოუს) გარშემო.
"ყოველ თამაშს ჰყავს გამარჯვებული, ყოველ შეწირულს ამბავი აქვს, ხოლო ყოველ საგას დასაწყისი მოეპოვება", — ამ სიტყვებით იწყება ეპიკური ისტორიის ახალი ფურცელი. ამასთან, ტრეილერით შესაძლებლობა მოგვეცა, იმ მსახიობებისთვის მოგვეკრა თვალი, რომელთა გამოჩენასაც ფილმში ყველაზე მეტად ველოდით.
მაგალითად, დასაწყისშივე ვხედავთ ოსკაროსან ვაიოლა დევისს, რომელიც ფილმში მთავარ ბოროტმოქმედს, რიგით მე-10 შიმშილის თამაშების შემქმნელ დოქტორ ვოლიუმნია გალს განასახიერებს. ტრეილერში ასევე ვხედავთ Euphoria-ის ვარსკვლავ ჰანტერ შაფერს, რომელიც ფილმში კორიოლანუსის ბიძაშვილისა და მესაიდუმლის, ტიგრის სნოუს, როლს ასრულებს.
ფოტო: Lionsgate
მათთან ერთად კი, კინოსურათში მონაწილეობენ და მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ბლითი და რეიჩელ ზეგლერი.
ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე პრეზიდენტი სნოუს ადრეული წლების შესახებ მოგვითხრობს — როგორ იქცა ამბიციური ახალგაზრდა პირსისხლიან ტირანად. მე-10 შიმშილის თამაშებში 18 წლის კორიოლანუსს მე-12 რაიონიდან შეწირული ლუსის მენტორად ირჩევენ. სწორედ მას შემდეგ ვითარდება ნაწარმოებში მოქმედება. ფილმი კვლავაც სიუზენ კოლინზის რომანს ეფუძნება.
ფოტო: Lionsgate
შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც კოლინზმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა კი, ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.
ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე მწერალმა 2020 წლის მაისში გამოსცა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად, წიგნი პირველივე კვირაში ნახევარ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. Lionsgate-მა კი რომანის ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ მის გამოცემამდე გამოთქვა.
შიმშილის თამაშების ახალი ფილმის პრემიერა 17 ნოემბერს შედგება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები