ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი და ამავე ობიექტის 3 მენეჯერი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ.

  • ქალები სექსუალური მომსახურების გაწევიდან მიღებულ გარკვეულ თანხას ბრალდებულებს უხდიდნენ.

დეტალები: დაკავებულებს პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემა ედებათ ბრალად.

  • დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.