რეაბილიტაციის გამო წერეთლის გამზირზე გადაადგილება ნაწილობრივ იზღუდება — დეტალები
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მათი განცხადებით, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
- კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.
- რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი.
- ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით.
- საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით.
დეტალები: ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
- არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით ან რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
- სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
- წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
ამასთან, მერიის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის.
- აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.
- ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით.
- გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი.
- სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები