გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის კოსმოსში ყველაზე კაშკაშა ობიექტი? ამ მხრივ საინტერესოა ულტრა მანათობელი რენტგენის წყაროები (ULX).

სიკაშკაშის ეს მთავარი წყაროები დიდი ხანია ასტრონომებისთვის თავსატეხად იქცა. რატომ? ისინი ედინგტონის ლიმიტს აჭარბებენ, რომელიც ზღუდავს რამდენად კაშკაშა შეიძლება იყოს ობიექტი მისი მასის მიხედვით.

თავიდან, ბევრ მეცნიერს ეს ფენომენი უბრალოდ ოპტიკურ ილუზიად მიაჩნდა. თუმცა, ახლა, ახალ კვლევაში, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, ასტრონომებმა NASA-ს ბირთვული სპექტროსკოპიული მასივის გამოყენებით (NuSTAR), ULX-ის წარმომქნელ ციურ სხეულს დააკვირდნენ. ობიექტი მზეზე ათ მილიონჯერ უფრო კაშკაშაა და ფაქტია, რომ ის აღემატება ედინგტონის ლიმიტს.

მეტიც, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ აღმოაჩინეს მექანიზმი ამ განსაცვიფრებელი სიკაშკაშის მიღმა: მაგნიტური ველები იმდენად ძლიერი, რომ ლაბორატორიაში მათი გამეორება შეუძლებელია.

"ეს დაკვირვებები საშუალებას იძლევა დავინახოთ წარმოუდგენლად ძლიერი მაგნიტური ველების ეფექტი, რომელთა რეპროდუცირებას ვერასოდეს შევძლებთ დედამიწაზე არსებული ტექნოლოგიით", — თქვა მატეო ბაჩეტიმ, კალიარის ასტრონომიული ობსერვატორიის ასტროფიზიკოსმა ნასას განცხადებაში.

პირველ რიგში, მოდით ავხსნათ ედინგტონის ლიმიტი. ვარსკვლავის შემთხვევაში ეს აღწერს ბალანსს ობიექტის სინათლის გამომწვევი გამოსხივების გარე ბიძგსა და მისი მიზიდულობის შიდა ზღვარს შორის. თუ ობიექტი საკმარისად კაშკაშაა, სინათლის გამავალ ფოტონებს შეუძლიათ გადალახონ ობიექტის გრავიტაცია, რაც ხელს უშლის მატერიის ორბიტამდე გაყვანას.

თავდაპირველად ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ ULXs შავი ხვრელი იყო, რომელიც გარშემორტყმული იყო გაზით და მტვრით. შესაბამისად, ხდებოდა სინათლის გამოსხივებაც. ეს განმარტება თავიდან აგვაცილებდა ედინგტონის ლიმიტის დარღვევას.

თუმცა, 2014 წელს აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ობიექტი რელურად ნეიტრონული ვარსკვლავი იყო. როგორც სამყაროს ზოგიერთი ყველაზე მკვრივი ობიექტი, ნეიტრონული ვარსკვლავები ავლენენ გრავიტაციულ მიზიდულობას დაახლოებით 100 ტრილიონჯერ უფრო ძლიერს ვიდრე დედამიწა.

ამის ნაცვლად, ULX-ის შუქი შეიძლება წარმოიქმნას გაზებისა და მტვრის მიერ, რომლებიც ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე საათში მილიონობით კილომეტრის სიჩქარით ხვდება.

და მაინც, როგორ ხდება ეს ყველაფერი?

"ეს ასტრონომიის სილამაზეა. ამ ფენომენის ასახსნელად უახლოეს მომავალში ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ, ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", — ამბობს ბაჩეტი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.