საუკეთესო იტალიური პანეტონე საირმის საცხობიდან
აღდგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წინასადღესასწაულო სამზადისიც უკვე დაწყებულია. ამ სამზადისის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი ყველაზე გემრიელი სააღდგომო პასკისა და პანეტონეს აღმოჩენის პროცესია.
ბოლო წლებია, რაც "საირმის საცხობში" ტრადიციული იტალიური პანეტონე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მზადდება. იტალიური რეცეპტითა და ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხის ქართული ნედლეულითა და საირმის უნიკალური მინერალური წყაროებითა და თაფლით შეიქმნა გამორჩეული გემო, რომელიც, გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა.
საირმის საცხობში შეფმა კახა ვაჩეიშვილმა და მისმა გუნდმა პანეტონეს პირველი რეცეპტი საქართველოში ორი წლის წინ ჩამოიტანეს. სულ ცოტა ხნის წინ კი კვლავ სტუმრობდნენ იტალიას, სადაც კლასიკური პანეტონეს მომზადების ტექნოლოგიის მასტერკლასი გაიარეს და კურორტ საირმეში მისი სრულიად ნატურალური რეცეპტით დაბრუნდნენ.
მხოლოდ ნატურალური ნედლეული, ბუნებრივი საფუარი, რომელიც საფუვრად არც კი მიიჩნევა, და არანაირი ქიმიური დანამატი — სწორედ ამიტომ ამ ტექნოლოგიით პანეტონეს დამზადება დაახლოებით სამკვირიანი პროცესია და საირმის საცხობი ერთადერთი ადგილია საქართველოში, რომელმაც ეს უნიკალური ტექნოლოგია დაამკვიდრა.
"პირველი რეცეპტი, რომელიც ჩამოვიტანეთ, არ იყო უსაფუვრო ცომზე დაფუძნებული. ახალი რეცეპტითა და ტექნოლოგიით კი უსაფუვრო პანეტონეს კლასიკური ცომით ვამზადებთ. იდეალურად დაბალანსებული გემოსა და ფაქტურის მისაღებად საკმაოდ შრომატევად და ხანგრძლივ პროცესს გავდივართ. ორი კვირა საფუვრის, ხოლო სამი დღე უშუალოდ ცომის დამზადებისთვისაა საჭირო. ახლა, იტალიაში ყოფნისას სწორედ ამ სამდღიან პროცესს დავეუფლე. ეს დრო იმისთვისაა საჭირო, რომ პანეტონეს მძიმე ცომი ხელოვნური საფუვრის გარეშე მივიყვანოთ ჰაეროვნებამდე. ესაა ამ რეცეპტისა და ტექნოლოგიის მთავარი საიდუმლოც და გამოწვევაც. ადგილობრივი არომატული თაფლი და საირმის წყალი კი ტრადიციულ პანეტონეს უნიკალურ გემოსა და ფაქტურას სძენს", — ამბობს საირმის საცხობის შეფი კახა ვაჩეიშვილი.
კახა ვაჩეიშვილი ამ სფეროში 2002 წლიდან მუშაობს. ფრანგ, იტალიელ და გერმანელ მცხობლებთან და ფრანგ კონდიტრებთან რამდენიმე დიდ კომპანიაში მუშაობის შემდეგ საკუთარი გეგმები კურორტ საირმის საცხობს 2018 წელს დაუკავშირა. კურორტის განსხვავებული სპეციფიკა, მრავალფეროვნება, სიახლეების მიმართ ინტერესი და სიჯანსაღის პოლიტიკა — ამ ყველაფრის გამო გახდა კურორტი საირმე გამოცდილი და წარმატებული შეფის სასურველი სამუშაო ადგილი. ტრადიციული იტალიური პანეტონეს რეცეპტი კი მისი კარიერის მნიშვნელოვან შენაძენად იქცა.
საქართველოში საირმის საცხობი პირველია, რომელიც კლასიკურ ნატურალურ პანეტონეს სთავაზობს მომხმარებელს.
"ჯანსაღი პროდუქტისა და მადის აღმძვრელი გემოების თანხვედრაში მოქცევა ძალიან რთული და შრომატევადია. როცა ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით ვამზადებთ, ოთხმაგად რთულია ერთი და იმავე გემოს შენარჩუნება, რადგან ნატურალურ პროდუქტს, ქარხნულისგან განსხვავებით, თავისთავად არ აქვს ყოველთვის ერთი და იგივე გემო. ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
სამომავლოდ ვგეგმავთ შიგთავსებით მის გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა გემოს დამატებას. გარდა ამისა, უკვე დიდია მოთხოვნა, რომ 'საირმის საცხობი' არსებობდეს საქართველოს დიდ ქალაქებში და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებაც იგეგმება", — ამბობს საირმის საცხობის შეფი კახა ვაჩეიშვილი.
"საირმის საცხობი", ნატურალური პანეტონეს გარდა, მომხმარებელს დიაბეტურ და უგლუტენო პროდუქციასაც სთავაზობს. თითოეული ნაწარმი საირმის წყალზე მზადდება, რითაც კიდევ უფრო გამორჩეულ თვისებებსა და გემოს იძენს. სწორედ სიჯანსაღეა როგორც კურორტის, ისე საცხობის პრიორიტეტული მიმართულება.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები