ირაკლი კობახიძე

8 Apr. 2023, 23:08

ჩვენ არ ვართ მოსამართლეები. ვინმეს თუ უნდა გასაჩივრება, საქართველოში ეს ვერ გასაჩივრდება. თეორიულად, არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ამერიკაში გასაჩივრდეს, ამას ადგილობრივი იურისდიქცია ადგენს. აქ მე უნდა შევიდე თეორიულ მსჯელობაში და ეს ჩემთვის ვერ იქნება საინტერესო. მე არ ვარ უშუალოდ ადრესატი, ადრესატები არიან მოსამართლეები, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება პოლიტიკური რეაგირება.

ანუ, არის რთული პროცედურა, საფუძვლები არის რთულად გაწერილი, რაც გასაგებია. მოსამართლეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება, შეეხოს ელემენტარული დისციპლინური სახდელიც კი, როგორიც არის გაფრთხილება და ასეთ დროს, როდესაც ასანქცირებ, სავიზო შეზღუდვას უწესებ, თუ რაც არის, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მოსამართლის წინააღმდეგ ასეთ ზომას იღებ, ეს უბრალოდ, გაუგონარი რამ არის. ეს ის კი არ არის, რომ ვიღაცას რაღაც შეცდომა მოუვიდა?! ეს არის გაუგონარი რამ. ჩვენ გვაქვს უმკაცრესი კანონმდებლობა ამ კუთხით, მათ შორის, მათი მოთხოვნით. ისინი იყვნენ ჩართული მეოთხე ტალღაში და ამ მეოთხე ტალღის ფარგლებში შემუშავდა დისციპლინური წარმოების დღევანდელი მოდელი. მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მოსამართლეს გაფრთხილებაც კი, შეიძლება, შეუფარდო უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან რთული პროცედურით. ამას გვეუბნებოდნენ ორი წლის წინ.

ჩვენ ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით, აღადგინოს ნაცმოძრაობის კონტროლი სასამართლო სისტემაზე. აი, ეს არის რეალურად. არის მაგალითად, ასეთი ინიციატივები, რომ პარლამენტმა ე.წ 2/3-ით მიიღოს გადაწყვეტილებები მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნაზე. სამართლებრივად, ეს არის სისულელე, არსად არ არის მსოფლიოში და ამას გთხოვენ გარედან. ეს წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ნახეთ, რას ითხოვენ – გადაწყვეტილებას 2/3 უმრავლესობიდან უნდა უჭერდეს მხარს და 2/3 ოპოზიციიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოსამართლის დანიშვნის დროს ერთგვარი საკონტროლო პაკეტი ხელში უჭირავს ნაცმოძრაობას. ამას პირდაპირ არც მალავენ. უნდათ, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი დოზით დაუბრუნონ ნაცმოძრაობას ბერკეტები სასამართლოს მიმართ. არის სხვადასხვა სუბიექტი, რომელიც ასეთ რაღაცებს ითხოვს და საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, აშშ-ს სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს ნაცმოძრაობის კონტროლი სასამართლო სისტემაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი" დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  2. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  3. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
  4. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  5. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

PHR: თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა…