შალვა პაპუაშვილი

7 Apr. 2023, 12:04

არაფერ შუაში არ არის კითხვის შინაარსი, საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება რესპონდენტების დევნა.

[...] იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტს არ სურს ინტერვიუ, ეს ინტერვიუ უნდა შეწყდეს. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, ეს არის დაწესებულება, დაწესებულებაში მუშაობენ აპარატის თანამშრომლები, აქ მოდიან სტუმრები, პარლამენტის წევრები, მათთვის საჭიროა, არსებობდეს შესაბამისი....

მე ვხედავ, არის ერთი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, ყველა ჟურნალისტს აგიხსენით ეს წესები, არის მათ შორის, საჯარო, მოგიწოდებთ, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ. უბრალოდ წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ, რომ წაიკითხოთ წესები.

გუშინ, 6 აპრილს პარლამენტმა ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა შაბათის ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს. 6 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაცემული ბრძანებით, მედიას ახალი შეზღუდვები დაუწესდა. ქცევის სხვა წესებთან ერთად ჟურნალისტს ეკრძალება პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ უარი შემთხვევაში, ინტერვიუს გაგრძელება. სწორედ ამ ქვეპუნქტის დარღვევას ედავებიან ფორმულას გადამღებ ჯგუფს. საუბარია პირველი აპრილს გასულ სიუჟეტზე, სადაც ჟურნალისტი შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებაზე დეპუტატებს კრიტიკულ კითხვებს უსვამდა. გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, აკრედიტაცია შეუჩერეს ჟურნალისტებს, თათია წოწონავასა და რუსუდან დუმბაძესაც. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…