საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმალება ჩირგვებში

პაატა მანჯგალაძე

6 Apr. 2023, 12:39

ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე, პირდაპირ გეუბნები, რადგან შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან. რომც მოინდომო, ვერ დადგები ცალ ფეხზე. [...] კობახიძე ვერაფერს გამოაქვეყნებს. ბუნებაში არ იარსებებს ჩანაწერი, რომელმაც შეიძლება, დისკრედიტაცია გაუკეთოს ამერიკის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, სტრატეგიული პარტნიორობა დააყენოს ეჭვქვეშ. ასეთი ჩანაწერი ვერ და არ იარსებებს. ეს არის ბოდვა, კობახიძის ბოდვა.

ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც გუშინ თქვა, რომ მმართველი გუნდი ცალ ფეხზე არ დადგება.

ქართული ოცნების ამ რიტორიკას წინ უძღოდა სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის სიტყვები, რომლითაც მან მოუწოდა ქართულ ოცნებას, ყველაფერი გაეკეთებინათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. "რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი", — თქვა მან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1%-ით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი…