საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმალება ჩირგვებში

პაატა მანჯგალაძე

19 Apr. 2023, 12:22

ქართულ ოცნებას იმიტომ არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ეშინია საგამოძიებო კომისიის შექმნის. ქართულ ოცნებას პირობა აქვს მიცემული კლანის წევრებისთვის, რომ მათ უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება და საგამოძიებო კომისია ქართული ოცნების ამ დაპირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. [...]

როგორც კი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დაიწყება მოკვლევა, პროცესი, სადაც ძალიან ბევრ, აქამდე უცნობ ფაქტს აეხდება ფარდა, ამიტომ რას აკეთებს კობახიძე? გადაფარებულია საკუთარი ტყავით, რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომ კორუფციის, არაკეთილსინდისიერების, საქმეებში პირდაპირ ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდეს.

არანაირ პროცედურულ თამაშს და ხელის გადაწევას არ აქვს ადგილი, სინამდვილეში ქართული ოცნება არის დამფრთხალი, ეშინია, რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ როგორც ამერიკაში წასვლა აუკრძალეს მოსამართლეებს, ისე აუკრძალავენ თანამშრომლობას საგამოძიებო კომისიასთან, მაგრამ ეს არ აბრკოლებს ყოფილ მოსამართლეებს ისაუბრონ სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებზე. [...]

დღესაც იგივე მოლოდინი მაქვს, კობახიძე ალბათ, გასულია და ლოცულობს, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს, გავხდეთ 49 და საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს — სხვა შანსი კობახიძეს უბრალოდ არ აქვს. ილოცონ, რომ იქნებ არ მოვიდეს ოპოზიციის რომელიმე დეპუტატი, რადგან კლანის გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ. იგი სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…