ირაკლი კობახიძე

31 Mar. 2023, 13:48

როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი, ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი მხრივ, შენ საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი. 

ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად, ეს არის მოკლე კომენტარი, რითიც შემიძლია შემოვიფარგო. ამის იქით, ალბათ, კომენტარი არც არის საჭირო. 

რაც შეეხება კიდევ მეორე თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მე მინდა შევახსენო პრეზიდენტს მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ. როგორ დაიწყო 2008 წლის ომი, ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო. იქნებ, გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის მერე ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე. 

ასე ეხმაურება კობახიძე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას. პრეზიდენტი კრიტიკული იყო ყველას მიმართ, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებას ანტიევროპული განცხადებები და ნაბიჯები, უკრაინასთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები, ომზე პროპაგანდისტული ნარატივები და მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია შეახსენა. ოპოზიციას კი — ბოიკოტები და დამაზიანებელი განცხადებები. მაგრამ მაინც ხაზგასმით თქვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს მამუკა მდინარაძე აწერს
  2. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  3. მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
  4. ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე

"მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის, ძაბვის საფეხურების მიხედვით —…