ლონდა თოლორაია

27 Mar. 2023, 17:17

რა თქმა უნდა, პროცესი, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ძალიან არაჯანსაღია, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ პროცესის კანონთან შეუსაბამობაზე. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ გავრცელებული ჩანაწერები, მიმოწერები, ვიდეოფაილები სადაც ქალები ხელს ადებენ ამ ადამიანს, როგორც სექსუალურ მოძალადეს. თუმცა რაც ნამდვილად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, თათია სამხარაძე სასამართლო გადაწყვეტილებით არის აღიარებული როგორც ამ ადამიანისაგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი და დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანი, რომელიც არის ზუსტად სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილი მსხვერპლად, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ვიცი, გაუგონარი კამპანია, რომელშიც ჩართულია ძალიან ბევრი რგოლი, როგორც ერთი შეხედვით ეს ჩანს. 

ჩართულია მედია, არ ვიცი თუ ამას მედია შეიძლება ეწოდოს, რომელიც სრულად პროპაგანდისტულია, სამთავრობო პროპაგანდისტული. ჩართულია მედიის გამართლებაში პარლამენტის წევრები, მათ შორის, ის პარლამენტის წევრები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი, რომ დაგმონ, გამოეხმაურონ, რეაგირება მოითხოვონ. ძალიან სასაცილოა, რომ ხვალ ენჯეო სექტორი მიწვეულია პარლამენტის მიერ მიღებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის განხილვაზე, არ ვიცი, რამხელა შეუსაბამობაა. ჩვენ ვხედავთ ცრუ დასმენას, რომელიც განახორციელა პოსტივის თანამშრომელმა, საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია თუ მართლა ჰქონდა, ხომ? ჩემთვის ძალიან გაუგონრად და არარეალურად ჟღერს ეს ყველაფერი და თუ ამას სიმართლესთან რაიმე მარცვალი აკავშირებს, მაშინ შსს-ს უნდა გაეკეთებინა განცხადება, რასაც ვერ ვხედავთ. ამიტომ ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა ცრუ დასმენა, რომელზეც პასუხისმგებელი შსს-ა. [...]

ძალიან ბევრი წახნაგი აქვს ამ საქმეს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა როცა ხდება, უძრავ ქონებაში უკანონო შეჭრა, როგორ მოიპოვა ჟურნალისტმა ამ ადამიანის შესახებ ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია, ესეც გასარკვევია. ზოგადად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ასეთი ფაქტები გვინახავს, ადამიანის ადგილსამყოფლის შესახებ იგებენ ხოლმე, თუმცა ამას წინ ისეთი ფაქტები უძღოდა, რომ ეს რაღაც სხვა ეჭვებს გვიჩენს.

არ ვიცი რა პოზიცია აქვს მსხვერპლს ამასთან დაკავშირებით, თათია სამხარაძეს, მე, მაგალითად, ყველაზე სწრაფად რაც შეიძლება გაკეთდეს, შსს-ს ვეტყოდი, რომ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი და შალვა რამიშვილს საერთოდ აკრძალვოდა ამ თემაზე საუბარი, ამ თემით მანიპულირება. ესაა ყველაზე სწრაფი რეაგირების მექანიზმი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
  5. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…