პრემიერმინისტრი რუსეთს არც ავტოკეფალიის აღდგენაზე დაწერილ პოსტში ახსენებს
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილი წერს, რომ 1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ.
- თუმცა არ ახსენებს რუსეთს, მაშინ როდესაც, სწორედ რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს.
- ეს პირველად არ ხდება — გასაბჭოების 102-ე წლისთავზე საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე პრემიერმინისტრის სახელით პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც 1921 წელს საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრა და ანექსია "ტრაგიკულ მოვლენად" იყო მოხსენიებული, თუმცა არც რუსეთი, არც საბჭოთა არმია ნახსენები არ იყო.
- მაშინ მოქალაქეებმა ეს გააპროტესტეს და პოსტის კომენტარებში მოუწოდებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთზე ესაუბრა. იწერებოდა შემდეგი კომენტარები: "რუსეთი ოკუპანტია", "რუსეთი მტერია", "რუსეთი მკვლელია", "სამარცხვინოები ხართ".
- თუმცა კომენტარების ნაწილს შლიდნენ, ხოლო პოსტს ბოტები ალაიქებდნენ.
დეტალები: ღარიბაშვილის განცხადებით, მადლიერების გრძნობით იხსენებს ქვეყნის საუკეთესო შვილებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად.
- "ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას";
- "თანამედროვე ეპოქაშიც, ევროპული საქართველოს შენებისას, სწორედ ის ტრადიციული ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს, რომელთაც დედაეკლესია განასახიერებს";
- "ამდენად, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს — ესაა ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, და ამავე დროს — აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც ეკლესია ასრულებს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და უკეთესი მომავლის შენებაში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები