ტრილობიტებს ფარული მესამე თვალი აღმოაჩნდათ — გამოვლენილია ახალი ნამარხები
ტრილობიტებს, გადაშენებულ წყლის ფეხსახსრიანების ჯგუფს, ფარული მესამე თვალი ჰქონდათ. იყო შემთხვევები, როდესაც მათ მეოთხე ან მეხუთე თვალიც გააჩნდათ.
პალეონტოლოგებმა იცოდნენ, რომ სხვა ართროპოდების მსგავსად, როგორიცაა მწერები და ობობები, ამ მძიმე გარსიან პრეისტორიულ არსებებს ორი თვალი ჰქონდათ, რომელსაც ისინი პალეოზოურ ეპოქაში (541 მილიონიდან 252 მილიონი წელი) იყენებდნენ.
თუმცა, ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა შუა თვალი აღმოაჩინეს, რომელიც მდებარეობს დიდი ხნის გადაშენებული არსებების შუბლის შუაში. მონაცემები Scientific Reports-ზე გამოქვეყნდა.
აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მესამე თვალები "ცხოველთა ჩანასახობრივი სტადიის მახასიათებელი იყო". მკვლევრების განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი თვალები "განლაგებული იყო კარაპის [ჭურვის] გამჭვირვალე ფენის ქვეშ, რომელიც ქვავდებოდა გაქვავების პროცესში". ეს ნიშნავს, რომ მესამე თვალი ნამარხებში არ ჩანდა.
როდესაც მკვლევრებმა Aulacopleura koninckii-ის ნიმუში გამოიკვლიეს, რომელსაც თავის ნაწილი აკლდა, აღმოაჩინეს სამი მუქი, შეუმჩნეველი და პაწაწინა ოვალური ლაქა თავის წინა მხარეს.
"ეს მახასიათებლები განასხვავებს სტრუქტურას დაშლის ან გაქვავების შედეგად წარმოქმნილი შემთხვევითი წარმონაქმნებისგან. ის შეესაბამება პიგმენტური ფენით აღჭურვილი მარტივი შუა თვალის რელიქვიებს", — თქვა წამყვანმა ავტორმა ბრიჯიტ შონემანმა.
ევოლუციის სხვადასხვა მომენტში, ტრილობიტებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ ერთიდან რამდენიმე თვალი. მაგალითად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტრილობიტს Cyclopyge sibilla-ს ჰქონდა სამი შუა თვალი, რომლებიც აღჭურვილი იყო ადამიანის თვალის მსგავსი ლინზებით, ხოლო Cindarella eucalla-ს იგივე სახის ოთხი თვალი გააჩნდა. დღესდღეობით, თანამედროვე მწერების და კიბოსნაირების უმეტესობას სამი შუა თვალი აქვს.
"ახლა გვაქვს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა განვსაზღვროთ ტრილობიტების პოზიცია ევოლუციურ ხეზე", — წერენ კვლევის ავტორები განცხადებაში.
კომენტარები