NASA-ს აპარატის ობიექტივში მარსზე არსებული ქვიშის უჩვეულო, წრიული ფორმის დიუნები მოხვდა
NASA-ს აპარატმა Mars Reconnaissance Orbiter (MRO), რომელიც მარსის ორბიტაზე მოძრაობს, წითელ პლანეტაზე არსებული ქვიშის დიუნები გადაიღო. სურათზე ვხედავთ, რომ მათ უჩვეულო, წრიული ფორმა აქვს, ეს კი უჩვეულოა.
"მარსზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვიშის დიუნები გავრცელებულია. ამ შემთხვევაში, ისინი თითქმის იდეალურად წრიულია, რაც უჩვეულოა. ისინი მცირედით ასიმეტრიულია, სამხრეთ კიდეებზე ციცაბო კედლებით. ეს მიანიშნებს, რომ ქვიშა იქ სამხრეთისკენ გადაადგილდება, მაგრამ ქარი შესაძლოა, ცვალებადი იყოს", — აცხადებენ მეცნიერები.
MRO-მ დიუნების ამსახველი კადრი გასული წლის 22 ნოემბერს დააფიქსირა, რაც HiRise-ის სახელით ცნობილი კამერის მეშვეობით შეძლო. მასზე ნაჩვენებ ლანდშაფტზე მოყინულ არეალებს ვერ ვხედავთ, განსხვავებით წინა ფოტოსგან, რომელზეც ის შესამჩნევია.
იმის მიუხედავად, რომ მარსი დედამიწისგან საგრძნობლად განსხვავდება, ამგვარი დიუნებით მასა და ჩვენს პლანეტას შორის გარკვეული მსგავსება იკვეთება. ის ორივე ციურ სხეულზე მიმდინარე სეზონურ ცვლილებებთან და ქართანაა დაკავშირებული.
NASA-ს კოსმოსური აპარატი MRO მარსის გეოლოგიურ წარსულსა და ახლანდელ კლიმატს იკვლევს. 2006 წლიდან მოყოლებული, ის წითელი პლანეტის ატმოსფეროსა და ზედაპირს ორბიტიდან აკვირდება, რისთვისაც მაღალი მგრძნობელობის სენსორებსა და კამერებს იყენებს. ასევე, მისი საშუალებით მარსის სხვა მისიებიდან მონაცემებს ვიღებთ.
ამ ორბიტერისგან ათასობით შთამბეჭდავი სურათი მივიღეთ, რომლებიც მარსის ისტორიისა და ევოლუციის გაგებაში გვეხმარება, პლანეტის, რომლის სიცოცხლესთან თავსებადი პირობებიც ასეთ მკაცრ გარემოდ გადაიქცა.
კომენტარები