ნინო ლომჯარია

6 Mar. 2023, 10:22

ვინაიდან ბევრმა დასვა შეკითხვა, რატომ არის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი რუსული და არა ამერიკული, ვეცადე ამ სტატუსში მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით გამეცა პასუხი:

პირველ რიგში, ნებისმიერი ამერიკული კანონი სულ რომ წერტილ-მძიმეთი, კეთილსინდისიერად და კეთილი განზრახვით ვთარგმნოთ და საქართველოში მივიღოთ, ის მაინც არ იქნება ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგი, ვინაიდან ჩვენ და აშშ მივეკუთვნებით ორ სხვადასხვა სამართლის სისტემის მქონე ქვეყანას. [...]

იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი არ იზამს იმას, რომ სამართლებრივ საკითხზე მსჯელობის დროს დაეყრდნოს მხოლოდ კანონის ტექსტს მისი აღსრულების პრეცედენტული სამართლის გარეშე. რასაც საქართველოს პარლამენტში ახლა აკეთებენ თარგმნეს კანონის ტექსტი და არ ნახეს როგორ აღსრულდა ის ამერიკაში ლამის ერთი საუკუნის მანძილზე, რა პრეცედენტები შეიქმნა ეს არის არაკომპეტენტურობა. უბრალოდ, მართლა სირცხვილია ქართული პარლამენტარიზმისთვის. [...]

ახლა რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს:

ა. "უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი" (FARA) ამერიკაში 1938 წელს ფაშიზმისა და კომუნიზმისგან დასაცავად მიიღეს და მისი მიზანია ისეთი ორგანიზაციებისა და პირების გამოვლენა, რომლებიც ცდილობენ ამერიკის პოლიტიკაზე და საზოგადოებრივ აზრზე უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენას; FARA-ს რეგულირების ქვეშ არ ექცევა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც მიმართულია ამერიკაში დემოკრატიის გასაძლიერებლად, ეკოლოგიური, ანტიკორუფციული თუ სხვა უფლებადაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად;

ბ. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ორივე კანონპროექტის მიზანი კი გახლავთ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიწებება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ფინანსდება უცხო ქვეყნებიდან, ისე, როგორც ეს ხდება რუსეთში;
ასევე,

ა. FARA-ს აქვს აშშ-ს უსაფრთხოების დაცვის მიზანი, მათ შორის კონტრდაზვერვითი დატვირთვაც, ვინაიდან მის საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაში ატარებს ისეთი ქვეყნებისა და მთავრობების წარმომადგენელ ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.

ბ. ქართული კანონპროექტებით რეგისტრაციას და აგენტის იარლიყის მინიჭებას ექვემდებარება ყველა ორგანიზაცია, რომლებიც დახმარებას და მხარდაჭერას იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ მეგობარი ქვეყნებიდან. შესაბამისად, ამ კანონპროექტებით აღნიშნულ ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლება აცხადებს საფრთხის შემცველ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებად.

შესაბამისად, "აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტების მიზანი არ არის გამჭვირვალობის მიღწევა, როგორც ეს განმარტებით ბარათებში წერია, არამედ, ეს არის დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მტრულ და საფრთხის შემცველ საქმიანობად გამოცხადება, რაც ქართულ რეალობაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებას საქართველოს მოსახლეობის მიმართ მკვეთრად შეამცირებს.

წერს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. დღეს იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება, საკანონმდებლო ორგანოში კი შესვლის შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…