კოკაინზე დამოკიდებულება ადამიანის ტვინის დაბერების პროცესს აჩქარებს — კვლევა
ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი ტვინი ცვლილებებს განიცდის. ეს დნმ-ის თარგმნის პროცესს მოიცავს, რა დროსაც ტვინი ბერდება. ახლა კი, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოკაინის სისტემატიურად მოხმარება ამ პროცესს აჩქარებს.
კოკაინი დამოკიდებულებას მალევე იწვევს. ის ტვინზე მოქმედებს და აჩენს შეგრძნებებს, რაც "დაჯილდოების სისტემის" გამოფიტვას იწვევს.
აშშ-ის მონაცემებით, ყოველი მეხუთე ადამიანს, ვინც კოკაინს მოიხმარს, ნივთიერებაზე დამოკიდებული ხდება.
თუმცა, ზუსტად ის თუ როგორ ერევა ნივთიერება ტვინის უჯრედებს შორის კავშირში და იწვევს დამოკიდებულებას ბოლომდე აუხსნელია. ეს ის მოვლენების ჯაჭვია, რომელშიც გარკვევას მკვლევრები ჯერ კიდევ ცდილობენ.
ერთი შესაძლებლობა მდგომარეობს ტვინის უჯრედებში მოქცეული დნმ-ის არაკოდირების მოდიფიკაციაში, რაც მოქმედებს გენების ჩართვასა და გამორთვაზე. შესაბამისად, კვლევამ შეისწავლა ე.წ. ეპიგენეტიკური ცვლილებების ნიმუშები თავის ტვინის რეგიონში, რომელსაც ბროდმანის არე 9 ეწოდება.
ბროდმანის არე 9 (BA9) პრეფრონტალურ ქერქშია და მიჩნეულია, რომ მნიშვნელოვანია თვითშეგნებისა და ინჰიბიტორული კონტროლისთვის. ეს ორი დაკავშირებულია ნივთიერების მოხმარებასა და დამოკიდებულების გაჩენასთან.
ბევრი რამ, რაც კოკაინის ტვინის უჯრედებზე ზემოქმედებაზე ვიცით, თაგვებზე ჩატარებული კვლევებიდანაა. რამდენიმე კვლევამ შეისწავლა კოკაინის ხანგრძლივი ეფექტი ადამიანის ტვინის ქსოვილზე.
ადამიანის ტვინის ქსოვილებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ კოკაინის მომხმარებლებს ტვინში ქიმიური ცვლილებები აღენიშნებოდათ, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად გროვდება.
ამ შედეგების მისაღწევად, მკვლევრებმა კოკაინის მომხმარებლებისა და არა მომხმარებლების დნმ-ის მეთილაციის დონე შეადარეს. განსხვავება აშკარა იყო. ცნობისთვის, დნმ-ის მეთილაცია ითვლება დაბერების ერთ-ერთ მოლეკულურ ნიშან-თვისებად.
"კოკაინის მომხმარებლებში ტვინის ბიოლოგიური დაბერება საგრძნობლად უფრო დიდი იყო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინში კოკაინთან დაკავშირებული დაავადების განვითარებასთან, როგორიცაა ანთება ან უჯრედების სიკვდილი", — ამბობს სტეფანი ვიტი, კვლევის უფროსი ავტორი.
თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა მცირე მასშტაბების იყო და მეტი კვლევაა საჭირო. ეს იმის დასანახად, თუ რა მოლეკულური ცვლილებები გროვდება ტვინში დროთა განმავლობაში ნარკოტიკების მუდმივი მოხმარებით.
კვლევა Frontiers in Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები