პროსტატის კიბოთი დაავადებულ კაცს ხმა შეეცვალა და ირლანდიური აქცენტი შეიძინა. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მსგავსი მხოლოდ რამდენიმეა დოკუმენტირებული.

ეს მოხდა კვლევის მიხედვით, რომელიც ცოტა ხნის წინ BMJ Case Reports-ში გამოქვეყდა. კაცი პროსტატის მეტასტაზური კიბოს მიმდინარე შემთხვევას მკურნალობდა, როდესაც მოულოდნელად "უკონტროლო ირლანდიური აქცენტით" დაიწყო საუბარი. ეს მიუხედავად იმისა, რომ კაცს ირლანდიური წარმომავლობა არ გააჩნდა.

მეცნიერებმა პაციენტს დიაგნოზად უცხო აქცენტის სინდრომი დაუსვეს. სამწუხაროდ, კაცი დაავადებისგან მალევე დაიღუპა.

იშვიათი მდგომარეობა

მედიკოსებმა იშვიათი მდგომარეობა აღწერეს, როგორც მოტორული მეტყველების დარღვევა. მსგავსი შემთხვევის დოკუმენტირება პირველად 1907 წელს მოხდა.

შემთხვევები დოკუმენტირებულია მთელს მსოფლიოში, მათ შორის აქცენტის ცვლილებები იაპონურიდან კორეულზე, ბრიტანული ინგლისურიდან ფრანგულზე, ამერიკული ინგლისურიდან ბრიტანულ ინგლისურზე და ესპანურიდან უნგრულზე.

ეს მოიცავს ნევროლოგიურ დისფუნქციას, რომელიც ცვლის ადამიანის ბუნებრივ მეტყველების მანერას ისე, რომ მსმენელები მას შეცვლილ აქცენტად აღიქვამენ.

მსგავსი სამედიცინო შემთხვევა მხოლოდ 100-მდეა დაფიქსირებული. როდესაც ეს ხდება, ჩვეულებრივ გამოწვეულია ინსულტით ან ტვინის ტრავმული დაზიანებით. წარსულში დაფიქსირდა კიბოთი გამოწვეული რამდენიმე შემთხვევაც, მაგრამ ეს ძირითადად თავის ტვინის სიმსივნის გამო.

ძირითადი აშლილობა

პროსტატის კიბოთი დაავადებული პაციენტის შემთხვევაში, ექიმები ვარაუდობენ, რომ აქცენტი რეალურად გამოწვეული იყო ძირითადი პარანეოპლასტიკური ნევროლოგიური აშლილობით. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტვინის დაზიანება ხდება, როგორც კიბოს მიმართ იმუნური პასუხი.

აქცენტი გაჩნდა მას შემდეგ, რაც დაავადება გარდაიქმნა წვრილუჯრედოვან ნეიროენდოკრინულ პროსტატის სიმსივნედ, დაავადების აგრესიულ და ძალიან ხშირად ფატალურ ვარიანტად.

მკურნალობის მიუხედავად, კიბომ განაგრძო გავრცელება და მეტასტაზებმა ტვინამდე მიაღწია, რამაც საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია. კაცს აქცენტი სიკვდილამდე დარჩა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.