ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი, ჟეზოვი, კიევი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ უკრაინა მეორედ დატოვა და 4 ქვეყანას ეწვია. სამდღიანი ვიზიტისას ზელენსკი არაერთი ქვეყნის ლიდერს შეხვდა, სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში და ევროკავშირის სამიტს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.
8 თებერვალს ის დიდ ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ჩაფრინდა, შემდეგ იყო პარიზი, ბრიუსელი და უკრაინაში დაბრუნებამდე ტრადიციულად, გზად პოლონეთშიც შეიარა. გთავაზობთ მორიგი ისტორიული ვიზიტის ფოტოისტორიას.
ზელენსკის ლონდონში, აეროპორტში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი დახვდა
აეროპორტიდან ისინი Downing Street-ზე მივიდნენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვესტმინსტერის დარბაზში ორივე პალატას სიტყვით მიმართა
"ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად" — ეს სიტყვები თქვა ზელენსკიმ, როდესაც თემთა პალატის სპიკერს, ლინდსი ჰოილს უკრაინელი მფრინავის ჩაფხუტი გადასცა.
პროტოკოლის სრული დარღვევით, ტრადიციული ხაკისფერი სამოსით შეხვდა დიდი ბრიტანეთის მეფეს
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
სუნაკისა და ზელენსკის "გასეირნება"
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რა თქმა უნდა, გამართა პრესკონფერენციაც — ტანკის ფონზე
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრესკონფერენციის დროს BBC-ის უკრაინელი ჟურნალისტი ზელენსკის ჩაეხუტა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
შემდეგ იყო პარიზი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
შეხვედრა ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ცალკე უნდა გამოვყოთ მაკრონის ფოტოგრაფის გამოქვეყნებული ემოციური კადრები
ფოტო: Soazig de la Moissonnière / Présidence de la République
გაიმართა სამი ლიდერის ერთობლივი პრესკონფერენციაც, სადაც შოლცს ტრიბუნა შეეშალა და უკრაინის დროშასთან დადგა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
მაკრონმა ზელენსკის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო — ღირსების ლეგიონის ორდენი გადასცა
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საფრანგეთიდან ბრიუსელამდე მაკრონთან ერთად იმგზავრა
ფოტო: Emmanuel Macron / Twitter
აეროპორტში მას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელ დახვდნენ
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ეწვია ევროპარლამენტს
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რა თქმა უნდა, სიტყვით ევროპარლამენტშიც გამოვიდა
ზელენსკის ევროპელი დეპუტატები ტაშით შეხვდნენ. სიტყვის დასრულების შემდეგ კი შენობაში უკრაინის ჰიმნი გაჟღერდა.
ფოტო: JULIEN WARNAND/EPA-EFE/Shutterstock
ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან საჩუქრად დროშაც მიიღო
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ტაშით დახვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებიც, უნგრეთის და ავსტრიის წარმომადგენლების გარდა
ფოტო: John Thys/Agence France-Presse — Getty Images
დაესწრო ევროსაბჭოს საგანგებო სესიას
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრესკონფერენცია გამართა ბრიუსელშიც
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
სელფი სანა მარინთან
ფოტო: Council of the European Unio
ორბანმა ძალიან კი სცადა თავის არიდება, მაგრამ ზელენსკისთან შეხვედრა მაინც მოუწია
ფოტო: Council of the European Union
ფოტოები სხვა ლიდერებთან
ფოტო: Council of the European Union
ფოტო: Council of the European Union
შეხვდა ბელგიის მეფე ფილიპე I-საც და გადასცა უკრაინაში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტი წარწერით: "ერთად გავიმარჯვებთ"
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ბელგიიდან პირდაპირ უკრაინაში როგორ დაბრუნდებოდა — ამიტომ გზად პოლონეთში შეიარა
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პოლონეთიდან ზელენსკი უკრაინაში დაბრუნდა და კიევიდან, საკუთარი კაბინეტიდან მორიგი ვიდეომიმართვა ჩაწერა
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კომენტარები