ფოტოისტორია: გადარჩენილი ბავშვები
ბოლო 3 დღეა მსოფლიოს ყურადღება თურქეთისა და სირიისკენაა მიმართული, სადაც ათასობით ადამიანი ბეტონს ებრძვის და გადარჩენილების პოვნას ცდილობს. ნანგრევებიდან ხმები ისმის — ისინი დახმარებას ითხოვენ.
სიტუაცია რთულია, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაშველებმა მაინც არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. განსაკუთრებული ემოციებს ადგილობრივები მაშინ გამოხატავენ, როცა ნანგრევებიდან ბავშვები გამოჰყავთ.
სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ აფრინში მოსახლეობამ ნანგრევებიდან დაჭრილი გოგო ამოიყვანა.
თურქეთში, ჰატაიში, კაცს დანგრეული შენობიდან გამოყვანილი ბავშვი გადაჰყავს.
სირიაში, ქალაქ ჯანდარისში მოსახლეობამ ნანგრევებიდან ბავშვი გადაარჩინა.
თურქეთში მიწისძვრიდან 29 საათის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი გადაარჩინეს.
საერთაშორისო მედიების ინფორმაციით, სირიელი ბავშვი, რომელიც 6 თებერვალს ნანგრევებიდან ამოიყვანეს, თავს კარგად გრძნობს და ბიძასთან ერთად უსაფრთხოდაა.
მიწისძვრიდან 44 საათის შემდეგ თურქეთში, ჰატაიში ნანგრევებიდან 2 წლის ვაფე საბჰა და 33 წლის დედა იმედ საბჰა გამოიყვანეს.
მიწისძვრიდან 52 საათის შემდეგ, ჰატაიში მაშველებმა ჩამონგრეული შენობის ადგილას რვა წლის იგიტი იპოვეს.
თურქეთში, ოსმანიეში, 10-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ბავშვი გამოიყვანეს.
სირიაში, აფრინის მახლობლად კაცმა დაშავებული ბავშვი გამოიყვანა.
ქალაქ ჯანდარისში, სირიაში ნანგრევებიდან გოგო გამოიყვანეს / თურქეთში პოლიციის ოფიცერი ეხუტება შვილს მას შემდეგ, რაც ის ნანგრევებიდან გადაარჩინეს.
ფოტო: Khalil Ashawi | Reuters
ფოტო: Bulent Kilic/ AFP
მედიებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომლებშიც ჩანს, რა ძალისხმევას წევენ მოქალაქეები და მაშველები ნანგრევებიდან ბავშვების უსაფრთხოდ გამოსაყვანად და რა ემოციები აქვთ მათ და ადგილზე მყოფ ოჯახის წევრებს.
კომენტარები