გაზრდილი მოთხოვნა ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზე — ტოიოტა ცენტრი თეგეტას წარმატებული 2022 წელი
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის 2022 წელი გამოწვევებით სავსე, თუმცა მოსალოდნელზე პროდუქტიული აღმოჩნდა. პოსტპანდემიურ მოცემულობას რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული გლობალური კრიზისი დაემატა. კომპანიაში ამბობენ, რომ დაბრკოლებების გადალახვაში სწორი ბიზნესსტრატეგია დაეხმარათ.
ტოიოტა ცენტრი თეგეტაში განმარტავენ, რომ კარგად აქვთ შესწავლილი მომხმარებლის ქცევა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა 2022 წლის წარმატებით დასახურად. არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, კომპანიაში ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელმა საორიენტაციო ნიშნულს საგრძნობლად გადააჭარბა. გასული, 2022 წლის შედეგებზე ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი, მარიამ მელიაშვილი საუბრობს.
"ომმა გარკვეული პრობლემები შექმნა მიწოდების კუთხით. ლოგისტიკა მთლიანად მოშლილი იყო და ციკლის აწყობაზე ამ დრომდე ვმუშაობთ. აქტუალური იყო ჩიპების პრობლემა, რაც წლის დასაწყისში განსაკუთრებით მწვავედ იდგა, მაგრამ უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით. მუდმივად იყო დეფიციტები ავტომობილებზე, განსაკუთრებით კი ჰიბრიდულ მოდელებზე. წლის მეორე ნახევარში ეს სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. საბოლოოდ, 2022 წელს 1400-ამდე ავტომობილი გავყიდეთ, რაც არსებულ გეგმას დაახლოებით 40%-ით აჭარბებს. ტოიოტა ცენტრი თეგეტას ბაზრის წილის მაჩვენებელი 2022 წელს დაახლოებით 12-იდან 15 პროცენტამდე იყო. გასულ წელს ყველაზე მოთხოვნადი მოდელები TOYOTA LAND CRUISER 300, LAND CRUISER PRADO და RAV 4 აღმოჩნდა. საგრძნობლად არის გაზრდილი ჰიბრიდული მოდელების გაყიდვები."
კომპანიაში ამბობენ, რომ 2022 წელს პანდემიის შემდგომმა და შეზღუდვებისგან თავისუფალმა პერიოდმა კომპანიის განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: "მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით, კიდევ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ჩვენს მომხმარებლებთან. ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა გამოკითხვები, რამაც საბოლოოდ გამოკვეთა ის, რომ დღეს ჩვენს კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ძირითადი საჭიროება რიგის მართვას უკავშირდებოდა, რასთან გამკლავებაც წინასწარი ჩაწერისა და რიგის მართვის სისტემების დანერგვით დავიწყეთ. თუ წლის დასაწყისში წინასწარ დაჯავშნილი ვიზიტების რაოდენობა 15% იყო, წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50 პროცენტამდე გავზარდეთ, რამაც განაპირობა როგორც მომხმარებლის დროის დაზოგვა, ისე — შიდა პროცესების გამართვა“.
2022 წლის სიახლეებს შორისაა ტოიოტა კასკო — ბრენდის ექსკლუზიური დაზღვევა, რომლის შეძენაც მომხმარებელს ცენტრიდან გაუსვლელად შეუძლია. პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა სალიზინგო პროდუქტი Toyota Easy, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურადაა მორგებული. აღსანიშნავია ახალი საგარანტიო პაკეტის, ტოიოტა 10-ის დანერგვა, რომელიც როგორც ახალ, ისე მეორად ავტომობილებზე, საგარანტიო მომსახურების 10 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სამღებრო-სათუნუქე უბანს დაემატა ახალი მოდიფიკაციის სივრცე, სადაც ავტომობილებს დამცავ ფირებს აკრავენ.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა 2022 წელს აქტიურად მუშაობდა დიგიტალიზაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს უკვე შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, კომპანიის ვებგვერდის საშუალებით, ონლაინ შეიძინოს მისთვის სასურველი ავტოსათადარიგო ნაწილი ან აქსესუარი.
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: "2023 წელი ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის მნიშვნელოვანი და სიახლეებით სავსე იქნება. იცვლება კონცეფცია, რაც გულისხმობს როგორც შოურუმის სრულად განახლებას, ისე რეორგანიზაციას ადამიანური რესურსების მიმართულებით. მიმდინარე წელს ტოიოტა ცენტრი თეგეტა მომხმარებლებს რამდენიმე ახალ მოდელს წარუდგენს."
ტოიოტა ცენტრი თეგეტაში ამბობენ, რომ ზედმიწევნით კარგად იცნობენ მომხმარებლის ქცევას. ამდენად, 2023 წლის მიზნები და სტრატეგიაც მომსახურების მაქსიმალურად დახვეწას და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნას უკავშირდება. კომპანიის მიზანია, გამარტივდეს ვიზიტი და ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი ყველა ის მომსახურება, რაც ავტომობილთანაა დაკავშირებული.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა


კომენტარები