საგარეჯოში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაიჭრა — რა ვიცით
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ინფორმაცია სავარაუდო შეიარაღებულ თავდასხმაზე თავდაპირველად ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაახლოებით, 01:30 საათზე გაავრცელა. წერდა, რომ კორპუსიდან პირი რამდენიმე საათია მიზანმიმართულად ისვრის.
რა მოხდა: საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა ეზოში მყოფი 4 ადამიანი და დაიჭრა 5 — მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
- შს მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელის შვილმა, რომელიც ამ დროს სახლში იმყოფებოდა, სახლის დატოვება შეძლო.
- "ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა", — ამბობს ის.
- კაცმა ადგილზე მისულ პოლიციელებსაც ცეცხლი გაუხსნა, დაიჭრა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა.
- შსს-ის ცნობით, დაღუპული კახეთს დეპარტამენტის საგარეოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინიაშვილია.
რას ამბობენ თვითმხილველები: "სახლიდან ვერ გავდიოდით, მერე არაფერი მოხდეს-მეთქი, [დაჭრილი] კუთხე-კუთხე გავაძვრინე, პოლიკლინიკაში მივიყვანე, უშველეთ-მეთქი. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, მე-4 ბიჭი, ფეხში ჰქონდა ჭრილობა. ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა... გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა", — ამბობს ერთ-ერთი.
- კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, სროლის ხმა ისეთი ინტერვალით ისმოდა, რის გამოც ეგონა, რომ ეს პიროტექნიკის ხმა იყო.
- "მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა", — ამბობს საგარეჯოს მცხოვრები.
თავდამსხმელი 1974 წელს დაბადებული ნ.ა ყოფილი სამხედროა, რომელმაც სამხედრო სამსახური 2021 წელს დატოვა.
- შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "ავღანეთშიც ნამყოფია", თუმცა რა მიზეზით დატოვა სამსახური, ინფორმაცია არ აქვთ.
- გომელაურმა აღნიშნა, რომ როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავდამსხმელის სახლში შევიდნენ, ის "საწოლზე გადაწოლილი დახვდათ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო" და თავიდან სისხლი მოსდიოდა.
- მინისტრის ცნობით, იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები.
- გამოძიება სსსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
კომენტარები