ომბუდსმენი ადიგენის ინციდენტზე: ხელისუფლების მოქმედებამ დანაშაული წაახალისა
"ნებისმიერი წაყრუება არის წახალისება ასეთი დანაშაულის" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / on.ge
1-ელ მარტს უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე ადიგენში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ომბუდსმენის ინფორმაციით, აპარატის წარმომადგენელი ადიგენში იმყოფება და ადგილზე სწავლობს მდგომარეობას:
"დროული რეაგირება არის მნიშვნელოვანი და გამოძიება უმოკლეს დროში უნდა დასრულდეს. ზოგადად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოძიება, არამედ ძალადობის ესკალაციის პრევენცია. აღნიშნულ რაიონში უკვე რამდენიმე მსგავსი ინციდენტი მოხდა წარსულში და ეს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს დამაფიქრებელი, თუ რატომ ხდება ამ მუნიციპალიტეტში ამდენი ინციდენტი".
უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს მომავალში ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართავს.
"ჩვენი ინფორმაციით, ბევრ მსგავს ინციდენტზე გამოძიება არ დასრულებულა. ჩვენ ვუთითებდით, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცავების მუშაობა არ იყო ეფექტიანი, როდესაც არ ხდება რეაგირება და კონკრეტული ფაქტების ბოლომდე, ობიექტურად გამოძიება და სამართალდარღვევის დასჯა, სამწუხაროდ ვიღებთ ახალ ინციდენტებს. როდესაც რამდენჯერმე ადეკვატური რეაგირება არ მოხდა, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებებს არ გაეცა პასუხი ხელისუფლების მხრიდან, დღეს ვიღებთ ამას. ნებისმიერი წაყრუება არის წახალისება ასეთი დანაშაულის" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
29 თებერვალს სოფელ ადიგენში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რელიგიური მოტივით სასაფლაოს ცალკე მოწყობის საშუალებას არ აძლევს. უთანხმოება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. დაზარალებულია 3 მუსლიმი, მათგან ერთ-ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ამ მრწამსის გამო დევნას ანდა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დევნას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით/თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები