ნახეთ, როგორ ხვდებიან ახალ წელს ქართულ კომპანიებში
ზღაპრული დღეების დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. ეს წლის საუკეთესო პერიოდია, როცა ზამთრის დღესასწაულის მოლოდინი ყველგან იგრძნობა: მაღაზიების ვიტრინებში, ათასფერად განათებულ ქუჩებში, სკვერებსა და სახლებში.
დეკემბრის დადგომასთან ერთად თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს ხოლმე: როგორი ფერებით გავაწყო ნაძვის ხე, რა სიახლე შევიტანო საახალწლო დეკორაციებში, როგორ გავალამაზო სახლი თუ სამუშაო სივრცე, როდის შევადგინო საჩუქრების სია და შევუდგე საქმეს.
ტრადიციულად, ყოველ წელს ეს პერიოდი განსაკუთრებულად დატვირთულია როგორც ოჯახებში, ისე სამსახურებში — ყველას თავის წილი საქმე აქვს და გულმოდგინედ ასრულებს მას. თუმცა, ამ სამზადისში ერთი რამ ყველას აერთიანებს — ფიქრი იმაზე, რომ ყველაფერი ცუდი და უსიამოვნო ძველ წელში დატოვონ და იმედიანად, საუკეთესოს მოლოდინით შეხვდნენ ახალს.
ამ საახალწლოდ, ისევე როგორც 2021-ში და 2019-ში, საზეიმო ფუსფუსში ჩართული რამდენიმე ქართული კომპანია შევარჩიე და თქვენც გაგიზიარებთ, თუ როგორ ემზადებიან ისინი ახალი წლისთვის, გიამბობთ, ვინ არის ამა თუ იმ კომპანიის მთავარი "ელფი" და რა ტრადიციებს მისდევენ ისინი ყოველწლიურად.
თიბისი
მარჯანიშვილის ისტორიულ ქუჩაზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის საახალწლო ფასადი უკვე განათდა. საზეიმო დეკორაციაზე კომპანიამ — Light Studio-მ იმუშავა. რა გასაკვირია, რომ ეს გასაოცარი საახალწლო მორთულობა, მომხმარებლების გარდა, გამვლელების ყურადღებას მუდმივად იქცევს.
საახალწლოდ ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს ვუმზადებთ და განსაკუთრებული მილოცვით ვხვდებით, ამაში ქართველი ხელოვანებიც მონაწილეობენ,
ფოტო: PSP
PSP
PSP-ში წინასაახალწლო მზადება ზაფხულის ბოლოდან იწყება, რაშიც ყველაზე მეტად მარკეტინგისა და HR სამსახურებია ჩართული. კომპანიაში ყოველ წელს განსხვავებული განწყობითა და თემატიკით ხვდებიან. ასე მაგალითად, თუ წინა წლებში ნახატები გადმოსცემდა საახალწლო ჯადოსნობის ხიბლს, წლევანდელი ახალი წლის კონცეფცია "ყველაზე მზრუნველის" კამპანიის გაგრძელებაა და ოფისის ფასადიც შესაბამისად არის მორთული.
დაარსების დროიდან, 90-იანი წლებიდან, PSP-ში ტრადიციად აქვთ ძველით ახალ წელს ერთად შეხვედრა. ამ დღეს კომპანიისგან საჩუქარს იღებს ყველა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მუდმივად იზრდება და იგი 5000 თანამშრომლისგან შედგება.
ფოტო: PSP
ფოტო: PSP
ფოტო: PSP
2023 წელს ვისურვებდით მშვიდობას მსოფლიოში, ჯანმრთელობას და წინსვლას ყველასთვის, ჩვენი კომპანიის, თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული ოჯახისთვის. PSP ხომ ყველას "ოჯახის აფთიაქია" და ზრუნვა ყველაზე, ყველაზე კარგად გამოგვდის,
ფოტო: არქი
არქი
არქისთვის საახალწლო პერიოდი განსაკუთრებით ჯადოსნურია. არქი ერთი დიდი ოჯახია, რომელიც დღეს 25 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. საახალწლო სამზადისს კი არც მეტი, არც ნაკლები, აგვისტოდან იწყებენ. ფიქრის პროცესში მთელი გუნდია ჩართული, განიხილავენ, თუ რით შეიძლება გაახარონ "არქელები". გუნდის წევრები, ტრადიციულად, ყოველ წელს ყველა საცხოვრებელ სახლს სტუმრობენ და "არქელებს" საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ.
ფოტო: არქი
ფოტო: არქი
ფოტო: არქი
უკვე საახალწლო ტრადიციად ვაქციეთ არქის ყველა საცხოვრებელი კომპლექსის ეზოსა და ოფისების ჯადოსნურად მორთვა. ასევე, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, არქელებისთვის ვაწყობთ ღონისძიებებს, რომლებიც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს აერთიანებს. წელს ძველ სპორტის სასახლეში ლეგენდარული ჯიფსი კინგსის სოლისტის, Manolo The Voice of The Gypsies-ის კონცერტს ვმართავთ. 2023 წელს არქელებისთვის უამრავ სიურპრიზს ვგეგმავთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მათ გახარებას და საუკეთესო განწყობის შექმნას შევძლებთ. გვჯერა, ეს წელი კიდევ უფრო დააახლოებს არქელებს ერთმანეთთან და არქის დიდ ოჯახს ბედნიერებას მოუტანს,
ფოტო: კლიპარტი
კლიპარტი
კლიპარტის თანამშრომლები, დატვირთული გრაფიკის გამო, ოფისს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე რთავენ. როგორც წესი, პროცესს გუნდის ცალკეული წევრები იწყებენ და გრაფიკის შესაბამისად, მასში, ეტაპობრივად, სხვებიც ერთვებიან. საბოლოოდ კი სამზადისში ყველა იღებს მონაწილეობას.
ფოტო: კლიპარტი
იქიდან გამომდინარე, რომ კლიპარტი ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობს, მადლობის ნიშნად, საახალწლო დღეებში ჩვენთან ბევრი საჩუქარი მოდის. ადრესატები, როგორც წესი, ცალკეული თანამშრომლები არიან, თუმცა, ტრადიციისამებრ, საჩუქრებს ერთად ვაგროვებთ და გუნდის წევრებში ვანაწილებთ. ამით აღვნიშნავთ, რომ მიღწეული შედეგები საერთო შრომის დამსახურებაა,
2023 წლისთვის კლიპარტი კიდევ უფრო მეტად გაზრდას და განვითარებას გეგმავს. ამასთან, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში სარეკლამო ინდუსტრიაც მნიშვნელოვნად წაიწევს წინ.
ფოტო: ისთ ფოინთი
ისთ ფოინთი
ისთ ფოინთში საახალწლო ფუსფუსი და დიდი სამზადისი დეკემბრის პირველი რიცხვებიდანვე იწყება. ამ სამზადისის კულმინაცია მთავარ მოედანზე დიდი ნაძვის ხის ანთებაა, რომელშიც ყველა თანამშრომელია ჩართული.
წელს თბილისის ბავშვთა კაპელას საშობაო სიმღერის და სანტების მსვლელობის ფონზე აბდღვრიალდა ნაძვის ხე და ისთ ფოინთიც საახალწლო ქალაქად გადაიქცა. ნაძვის ხის ანთების გარდა, ისთ ფოინთში მთელი დეკემბრის განმავლობაში ბავშვებს უამრავი საჩუქარი, მხიარულება, თამაში და ექსპერიმენტორიუმის ჯადოსნური შოუ ელოდებათ, სადაც დასწრება ყველასთვის თავისუფალია.
ფოტო: ისთ ფოინთი
ფოტო: ისთ ფოინთი
ფოტო: ისთ ფოინთი
ისთ ფოინთში ახალი წლის მოახლოებას თანამშრომლები განსაკუთრებულად და დიდი ცნობისმოყვარეობით ელოდებიან, რადგან აქაური საახალწლო ტრადიციის თანახმად, ყოველწლიურად, თემატური ღონისძიებებიც იგეგმება. წლევანდელი წვეულების თემატიკა მშვიდობა და ჰიპების სუბკულტურა იყო, საუკეთესო კოსტიუმის ავტორებს კი განსაკუთრებული საჩუქრები გადაეცათ.
გვჯერა, რომ საშობაო საჩუქარი განსაკუთრებულია — ჩვენთვის სიკეთის, სითბოს, და ზრუნვის სიმბოლოა, ამიტომ საახალწლოდ ყოველთვის ვცდილობთ ის ადამიანები გავახაროთ საჩუქრებით, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ,
ფოტო: მეამა
მეამა
მეამას სათავო ოფისის საახალწლო კონცეფციასა და დიზაინზე ფიქრს ახალ წლამდე რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. შენობის წლევანდელი გაფორმების იდეა მეამას თანამშრომლებს ეკუთვნით, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე კი, პროცესში სპეციალისტების გუნდიც ჩაერთო.
ფოტო: მეამა
ფოტო: მეამა
ფოტო: მეამა
საახალწლო ტრადიციად იქცა ჩვენ გარშემო ზღაპრული გარემოს შექმნა და ასევე, უკვე მეორე წელია, სპეციალურად ახალი წლისთვის, სხვადასხვა ქართველ შემსრულებელთან თანამშრომლობით, საახალწლო სიმღერებს ვქმნით,
განსაკუთრებული შეთავაზებები მეამას სივრცეებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში და მათი გაყიდვების არხებში უკვე ჩაშვებულია, ასე რომ, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, შეარჩიონ მათთვის სასურველი პროდუქტი. 2023 წელს კი მეამა ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს გეგმავს.
ფოტო: ბილაინი
ბილაინი
ბილაინში წინასაახალწლო სამზადისს HR გუნდი უძღვება, თუმცა ამ საქმეში მთელი კომპანია დიდი გულმოდგინებითაა ჩართული — მაღაზიების თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ოფისების მორთვაში მონაწილეობენ. ისინი მზადებას ნოემბრიდან იწყებენ.
ბილაინში ოფისების მორთვის პროცესი, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. ყოველდღე რაღაც ახალი დეტალი ემატება დეკორაციას, შესაბამისად, სიხარულიც და მოახლოებული დღესასწაულით აღტაცებაც თანამშრომლებს ყოველდღიურად უახლდებათ.
ფოტო: ბილაინი
მადლიერების დღე არის ის, რასაც არასოდეს ვღალატობთ და ახალი წლის უცვლელ ტრადიციადაც სწორედ ერთმანეთის მიმართ საჯარო მადლობა ვაქციეთ. წლის ბოლო სამუშაო დღეს საჯაროდ, ჩვენი საკომუნიკაციო პლატფორმის მთავარ გვერდზე, ვაქვეყნებთ საგანგებოდ მომზადებულ (ხშირად საკმაოდ გულისამაჩუყებელ) წერილებს მათ მიმართ, ვინც ამ წელს გამორჩეული წვლილი შეიტანა ჩვენს განვითარებაში, მხარი დაგვიჭირა, მოგვისმინა, შთაგვაგონა…
წელსაც, როგორც ადრე, ბილაინის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებებით და აქციებით ისარგებლონ. უფრო საინტერესო ამბები კი უკვე 2023-ში ელით. ბილაინი გვპირდება, რომ მრავალმხრივ გამორჩეული იქნება მომავალი წელი მათთვის. ამას კი პირველები, ტრადიციულად, თანამშრომლები და მომხმარებლები შეიტყობენ.
ფოტო: ჯიპიაი
ალტე უნივერსიტეტი
ალტეში სჯერათ, რომ დღესასწაული ერთობას მოჰყავს. ერთობასა და საახალწლო სიმღერების ღიღინსაც... ამიტომ წელს კამპუსის ყოველ სართულზე განწყობის შესანარჩუნებლად (შუალედური გამოცდების მიუხედავად), სტუდენტებისთვის საშობაო მელოდიები გააჟღერეს, ხოლო პოსტერებზე ასაკვიატებელ ფრაზებთან ერთად QR კოდებიც დაიტანეს. რაც შეეხება დეკორაციებს, ბუხარი არ აქვთ, მაგრამ, მაინც სანტასავით შეიპარნენ უნივერსიტეტში მაშინ მორთეს იქაურობა, როცა შიგნით არავინ იყო. ბოლო შტრიხები ნაძვის ხეზე კი სტუდენტებთან ერთად შეიტანეს.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
2023 ალტე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი წელია. ჩვენი დიდი შრომის ნაწილი სწორედ ამ წელს გაცხადდება. სიახლეების, ჯადოსნური ამბების მოლოდინი სასიამოვნოსა და კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის ჩვენს ყოველდღიურ შრომას. გვჯერა, რომ 2023 წელი ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის საუკეთესო წელი იქნება,
ფოტო: ჯიპიაი
ჯიპიაი ჰოლდინგი
ჯიპიაიში ფიქრი საახალწლო განწყობის შექმნაზე, ოფისის გალამაზებაზე, თანამშრომლების გახალისებასა და კლიენტებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების მოფიქრებაზე ნოემბრის ბოლოდან იწყება. როგორც წესი, სამუშაო გარემოს სადღესასწაულოდ მორთვაში სხვადასხვა რგოლის მენეჯერები მონაწილეობენ. ისინი თანამშრომლებისთვის სიურპრიზის მოწყობას ცდილობენ, რათა რომელიმე ორშაბათ დილას, სამსახურში მოსულებს ჯადოსნური და ამაღლებული გარემო დაახვედრონ. მათ წელს, პანდემიური 2-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოახერხეს ახალი სამუშაო სივრცეების სადღესასწაულოდ მორთვა.
ყოველი ახალი წელი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა ხდებოდა წლის განმავლობაში და რას ველით მომავალი წლისგან. ყველაზე განსხვავებული ეს ახალი წელი გაყიდვების დეპარტამენტისთვისაა, რომელმაც 2022 წელს მუშაობა სრულიად ახალ, ჰიბრიდული მუშაობის პრინციპებზე მორგებულ, საერთო სამუშაო სივრცეეებში განაახლა. ასეთი გარემო კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს იძლევა საახალწლო ფუსფუსისა და განწყობის შექმნისთვის,
ოფისში Secret Santa-ს გათამაშება ალბათ ყველა გუნდის ტრადიციაა, რომელსაც ჯიპიაიშიც ხალისით ინარჩუნებენ. უზარმაზარი გუნდის წევრებს ეს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ ერთმანეთი, იფიქრონ ერთმანეთის გახარებასა და ზრუნვაზე.
ფოტო: ჯიპიაი
ფოტო: ჯიპიაი
ფოტო: ჯიპიაი
წლის ბოლო ხომ ყველასთვის გასული თვეების შეჯამების, მიღწევების აღიარებისა და შეცდომების გააზრების დროა. კომპანიაშიც ემზადებიან ამისთვის და საახალწლო დღეებში, ან წლის შემაჯამებელ წვეულებაზე აჯილდოებენ საუკეთესო შედეგებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე თანამშრომლებს.
ჯიპიაიში იმედოვნებენ, რომ ეს წელი მნიშვნელოვანი ზრდის და ისეთი ბაზრების თუ სეგმენტების ათვისების წელი იქნება, რომელთაც განვითარების მაღალი პოტენციალი აქვთ.
ფოტო: დომინო
დომინო
დომინოს გუნდის წევრები საახალწლოდ ოფისებს არა მარტო თავისივე პროდუქციით, არამედ ხელნაკეთი დეკორითა და გირლანდებითაც რთავენ. მაღაზიის თანამშრომლები თითოეულ სექციას თემატურად აწყობენ — ნაძვის ხეებიც კი სულ სხვადასხვანაირია. გამოაქვთ საახალწლო პროდუქცია, ეწყობა სადღესასწაულო დახლები, ე.წ. საშობაო სოფლები, სადაც ყველაფერია, რაც ამ პერიოდში სახლის მოსართავად დაგჭირდებათ.
პირველი დეკემბრიდან ვიწყებთ საახალწლო აქტივობებს, მათ შორისაა კონკურსები, მარათონები, საიდუმლო სანტა. თანამშრომლები იღებენ საჩუქრებს ერთმანეთისგან და კომპანიისგან. გვაქვს საახალწლო ფოსტაც, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლები ერთმანეთს ვუგზავნით მადლობის წერილებს მთელი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის, რჩევებისა და მხარდაჭერისთვის,
·2023 წლიდან დომინო ელოდება გაფართოებას, მეტ კმაყოფილ და ბედნიერ მომხმარებელს. მიზნად კი ისახავს მომხმარებლისთვის უფრო მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებას და პროდუქციის უფრო გამრავალფეროვნებას.
ფოტო: ტერაბანკი
ტერაბანკი
ტერაბანკში ახალი წლის სამზადისი სექტემბრიდან იწყება. ამ საქმეში მთელი ბანკი ჩართულია, მაგრამ ყველაზე მეტი ფუსფუსით მარკეტინგისა და HR-ის გუნდები გამოირჩევიან. სექტემბრიდანვე იწყება კლიენტებისა და პარტნიორებისთვის საჩუქრების შერჩევა, საახალწლო დეკორაციების თემატიკაზე ფიქრი და კორპორაციული ღონისძიების დაგეგმვა. რაც მთავარია, საახალწლო კამპანიები მომხმარებლებისთვისაც ეწყობა — წელს ამის მაგალითია ქარავანი ორბელიანზე, რომლის გენერალური სპონსორიც ტერაბანკია.
ფოტო: ტერაბანკი
ფოტო: ტერაბანკი
ფოტო: ტერაბანკი
წელს ქარავანი ორბელიანზე სპონსორები ვართ, სადაც, გართობასთან ერთად, შეძლებთ, გაიცნოთ ჩვენი მეწარმეები და მათი პროდუქცია, ასევე დაგხვდებათ საბავშვო ღონისძიებები და ქართველი არტისტების მიერ სპეციალურად ტერაბაკისთვის შექმნილი ილუსტრაციებით დაპრინტული შესაფუთი ზონა,
ტერაბანკში ახალი წლიდან გეგმავენ, უფრო კარგად გააცნონ და დაამახსოვრონ თავი მომხმარებლებს. ბრენდის გაძლიერებასთან ერთად, იმედი აქვთ, საზოგადოებას ბევრ საინტერესო აქტივობასა და კამპანიას შესთავაზებენ.
ფოტო: ალდაგი
ალდაგი
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ალდაგი სადღესასწაულო სამზადისს იწყებს. ისინი ცდილობენ, ყოველი ახალი წელი წინა წლისგან განსხვავებული იყოს, ყურადღებას აქცევენ ყველა დეტალს, დიდ ენერგიასა და ძალისხმევას დებენ იმაში, რომ თანამშრომლებს ოჯახური და თბილი საახალწლო გარემო შეუქმნან.
ფოტო: ალდაგი
ფოტო: ალდაგი
ფოტო: ალდაგი
როგორც ყველა ოჯახში, ალდაგშიც გვაქვს პატარ-პატარა ტრადიციები, რომლებსაც არ ვღალატობთ: ახალი წლის წინა დღეს ოფისში საზეიმოდ აღვნიშნავთ. ყოველწლიურად ვთამაშობთ Secret Santa-ს და, რა თქმა უნდა, გვაქვს გრანდიოზული კორპორატიული წვეულება,
ალდაგი ყოველთვის ცდილობს მომხმარებლების განებივრებას სხვადასხვა საჩუქრითა თუ აქტივობით. წელს, ზამთრის კამპანიის ფარგლებში, ალდაგის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ. კომპანიაში დიდი სურვილი აქვთ, 2023 წელს გასული წლის შედეგები გააუმჯობესონ, ამიტომაც გეგმავენ და ელიან ბევრ წარმატებულ პროექტს და რაც მთავარია — კიდევ უფრო მეტ დაზღვეულს!
m2
საახალწლო მზადება m2-ში ახალ წლის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება და მასში კომპანია სრული შემადგენლობით ერთვება. ეს პროცესი საახალწლო კამპანიების დაგეგმვით იღებს სტარტს. თანამშრომლები ზრუნავენ, რომ ყველა საცხოვრებელი კომპლექსი და გაყიდვების ოფისები განსაკუთრებულად იყოს მორთული.
2023 წელს კომპანია ბრენდის ახალი პლატფორმით და გზავნილით ხვდება. 15 წელია, m² მომხმარებელს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება, დღეს კი მათი ახალი გზავნილი ასე ჟღერს – "იცხოვრე შენი ცხოვრებით".
ყოველ წელს ჩვენს მაცხოვრებლებს სიმბოლურ საჩუქრებს ვჩუქნით. წელს საახალწლო საჩუქრად დღიური შევარჩიეთ და ყდაზე ჩვენი ახალი გზავნილი — იცხოვრე შენი ცხოვრებით — დავაწერეთ. ვფიქრობთ, ჩანაწერების გაკეთება საუკეთესო საშუალებაა შენი ცხოვრების ისტორის, ამბისა და ინდივიდუალიზმის გადმოსაცემად,
ფოტო: m2
ფოტო: m2
m2-ის გუნდი ტრადიციულად იღებს მონაწილეობას ქალაქში საერთო სადღესასწაულო განწყობის შექმნაშიც. წელს მათ ტარას შევჩენკოს სახელობის სკვერი მორთეს, რომელიც ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას იქცევს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ტრადიციულად, საახალწლოდ ირთვება საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეებიც და იგეგმება სპეციალური, წინასაახალწლო აქციები, რომლებიც სახლის ყიდვის უკეთეს შესაძლებლობას ან საინტერესო ბენეფიტს აძლევს კლიენტს. წელს საახალწლოდ კომპანიამ მომხმარებლებს ფასდაკლებები და საჩუქრებიც მოუმზადა.
"2023 წლისგან სტაბილურობას ველოდებით. ჩვენ კი ვქმნით ისეთ გარემოსა და სივრცეებს, სადაც ადამიანები შეძლებენ, იცხოვრონ საკუთარი განსაკუთრებული ცხოვრებით, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს და სურვილებს, — აღნიშნავენ კომპანიაში.
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
დაბოლოს — On.ge
სიის დასასრულს ჩვენს პატარა, თუმცა დიდი ზეიმისა და ჟრიამულის ფონზე მორთულ ნაძვის ხესაც გიჩვენებთ. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების დიდი ნაწილი კვლავ დისტანციურ მუშაობის მოდელზეა, ინტერიერი დეკემბრის დასაწყისიდანვე მოვრთეთ მათთვის, ვინც ოფისის კედლებიდან ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს მილიონობით მკითხველს აცნობს.
On.ge-ში გვჯერა, რომ 2023 წელი ჩვენთვის, ისევე, როგორც ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის ზრდისა და განვითარების წელი იქნება. გპირდებით კიდევ უფრო მეტ სტატიას, ქვიზს, საინტერესო ვიდეოს თუ პოდკასტს.
On.ge გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
კომენტარები