სამი პარტიის შეხვედრა ენმ-სთან დასრულდა — რას ამბობენ მხარეები
ენმ-ს ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები იმართებოდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გირჩი — მეტი თავისუფლების, დროასა და სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის ოფისში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასაუბროდ მივიდნენ.
- ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კლინიკა ვივამედში სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს.
- ექიმები, ადვოკატები, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.
დეტალები: ოპოზიციური პარტიების განცხადებით, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საერთო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
- სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ყველა ქმედება ქართული ოცნებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებულები, ამიტომ მათ ყველა შესაძლო სცენარი გაიარეს.
- "რატომ მალავენ მიხეილ სააკაშვილს, რატომ არ მომცეს უფლება, რომ შევსულიყავი მასთან, რატომ არ მოჰყავთ სასამართლოში, რატომ ამბობენ უარს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჰქონდეს და ხალხმა თავისი თვალით დაინახოს სააკაშვილი.
- იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ამ ყველაფრის დამალვა და ეჭვების არსებობა არის მთავარი მიზანი ქართული ოცნების", — განაცხადა ვაშაძემ.
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მეტ კოორდინაციასა და კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.
- "სურათი არის საკმაოდ მძიმე. შევთანხმდით, მათ შორის, გვინდა, შევხდეთ ოჯახს და დაველაპარაკოთ. მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს მერე გადაწყვეტილება", — თქვა მან.
დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდეს და ამ საკითხზე უკანდახევასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებენ.
- "სააკაშვილის საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ ენმ-ის საზრუნავი, აქ იქნება ერთობა. ამ ერთობაში აუცილებლად მივიღეთ მონაწილეობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს", — ამბობს ხოშტარია.
ენმ-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას საერთო ძალისხმევით მოახერხებენ.
- პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ, თუ როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე ქართულ ოცნებაზე იქნება დამოკიდებულები.
- "მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი ქართულმა ოცნებამ, სააკაშვილის, როგორც ადამიანის, ყოფნა-არყოფნის საკითხი.
- ერთადერთი გამოსავალი არის, რაც შეიძლება სწრაფად, სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუ ამ ყველაფერს თვალს არ უსწორებს, ანუ რეალობას თვალს არ უსწორებს, ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად ვერ განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს, ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება", — განაცხადა ნიკა მელიამ.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები